-
1.03075 უნდა გავყოთ 0.25-ზე
-
პირველი,რაც უნდა გააკეთოთ, როცა გამყოფი
რიცხვი,
-
რაზეც ჰყოფთ სხვა რიცხვს, არის ათწილადი,
-
უნდა გაამრავლოთ ათზე იმდენჯერ, სანამ
-
მთელი რიცხვი არ გახდება.
-
ანუ ათწილადის
წერტილი გადაინაცვლებს მარჯვნივ.
-
ყოველთვის,
როცა ათწილადს ათზე ამრავლებთ,
-
ათწილადის
წერტილს გადაანაცვლებთ მარჯვნივ.
-
ამ შემთხვევაში, მარჯვნივ გადანაცვლება
გვიწევს ერთხელ.. და ორჯერ.
-
მოკლედ, 0,25 ორჯერ გამრავლებული
ათზე, იგივეა, რაც 0,25-ჯერ 100,
-
და 0.25 გახდება 25.
-
თუ ასე მოიქცევით გამყოფთან,
იგივე უნდა გააკეთო გასაყოფთან
-
რიცხვთან, რომელსაც ვყოფთ.
-
ასე რომ,
ესეც უნდა გავამრავლოთ 10-ზე ორჯერ
-
ანუ სხვაგვარად რომ გავაკეთოთ,
მისი ათწილადის წერტილი
-
უნდა
გადმოვიტანოთ ორჯერ მარჯვნივ.
-
გადავწევთ ერთხელ, ორჯერ.
-
ეს იქნება, აი, აქ.
-
რომ დაინახოთ, რატომ
არის ეს სწორი, უნდა გააცნობიეროთ,
-
რომ ეს გაყოფის მაგალითი, ზუსტად
იგივეა, რაც 1.03075 გაყოფილი 0.25-ზე.
-
და ახლა,
0.25-ს ორჯერ ვამრავლებთ ათზე.
-
არსებითად, ვამრავლებთ ასზე.
-
-- ნება მომეცით, სხვა ფერით გავაკეთო --
-
მნიშვნელს ვამრავლებთ ასზე.
-
ეს არის გამყოფი.
-
თუ მას ვამრავლებთ ასზე, ანუ იგივე
უნდა მოვიმოქმედოთ მრიცხველთან,
-
თუ არ
გვინდა, რომ გამოსახულება შეიცვალოს.
-
თუ არ გვინდა, რომ რიცხვი შეიცვალოს.
-
გამოდის,
რომ ესეც უნდა გავამრავლოთ ასზე.
-
როცა ამას გააკეთებთ,
ეს გახდება 25, და ეს გახდება 103.075.
-
-- ახლა, ნება მომეცით, ეს გადავწერო --
-
ზოგჯერ, თუ
ამას სამუშაო წიგნში აკეთებთ ან რაღაც,
-
არ გჭირდებათ ამის გადაწერა,
რადგან, გახსოვთ სად არის ათწილადი.
-
მაგრამ მე
გადმოვიწერ, უფრო გასაგები იქნება.
-
მოკლედ, ორივე, გამყოფიც
და გასაყოფიც, გავამრავლეთ ასზე.
-
ეს მაგალითი
გახდება, 25 გაყოფილი 103.075-ზე.
-
ეს ზუსტად იგივე განაყოფს მოგვცემს.
-
ზუსტად იგივე
წილადია, თუ ასე გინდათ შეხედოთ.
-
ორივე, მრიცხველიც
და მნიშვნელიც გავამრავლეთ ასზე,
-
ათწილადის წერტილი
ორჯერ რომ გადაგვეწია მარჯვნივ.
-
ეს რადგან
გავაკეთეთ, მზად ვართ რომ გავყოთ.
-
პირველი, გვაქვს 25 აქ, და ყოველთვის
არის მცირე ხელოვნება, როცა ყოფთ
-
რაიმეს მრავალნიშნა რიცხვზე,
მოკლედ, ვნახავთ, როგორ გამოგვივა.
-
25 არ მოთავსდება ერთში.
-
25 არ მოთავსდება ათში.
-
25 მოთავსდება 103-ში.
-
ვიცით, რომ ოთხჯერ 25 უდრის ასს
ანუ 25 მოთავსდება ასში ოთხჯერ.
-
ოთხჯერ 5 არის 20.
-
ოთხჯერ 2
არის 8, დამატებული 2 არის 100.
-
ეს ვიცით.
-
4/4 არის 1
-
4 25–ცენტიანია არის 100 ცენტი, 1 დოლარი
-
ახლა დროა გამოვაკლოთ.
-
103-ს გამოკლებული 100 იქნება 3,
და ახლა, შეგვიძლია ჩამოვიტანოთ 0.
-
ჩამოვიტანოთ ეს 0 აქ.
-
25 მოთავსდება 30-ში ერთჯერ.
-
და თუ გვინდა, შეგვიძლია ახლავე
დავსვათ ეს ათწილადის წერტილი აქ.
-
არ უნდა დავიცადოთ
მაგალითის დამთავრებამდე.
-
ეს ათწილადის
წერტილი არის ამ ადგილას,
-
ყოველთვის შეგვიძლია
გვქონდეს ეს ათწილადის წერტილი
-
ჩვენს განაყოფში, ანუ ჩვენს პასუხში.
-
25 მოთავსდება 30-ში ერთჯერ.
-
ერთჯერ 25 არის 25,
და შემდეგ, შეგვიძლია გამოვაკლოთ.
-
30-ს გამოკლებული 25, ეს არის 5.
-
შეგვიძლია სესხებით
ანუ გადაჯგუფებით გავაკეთოთ.
-
ეს გახდება 10.
-
ეს გახდება 2.
-
ათს გამოკლებული 5 არის 5.
-
ორს გამოკლებული 2 არის 0.
-
30-ს გამოკლებული 25 არის 5.
-
შეგვიძლია ჩამოვიტანოთ ეს 7.
-
25 მოთავსდება 57-ში ორჯერ, სწორია?
-
25-ჯერ 2 არის 50.
-
25 მოთავსდება 57-ში ორჯერ.
-
ორჯერ 25 არის 50.
-
და ახლა ისევ გამოვაკლებთ.
-
57-ს გამოვაკლოთ 50 არის 7.
-
და თითქმის დავასრულეთ.
-
ჩამოვიტანოთ ეს 5, აი აქ.
-
25 მოთავსდება 75-ში სამჯერ.
-
სამჯერ 25 არის 75.
-
სამჯერ 5 არის 15.
-
დავაჯგუფოთ 1.
-
შეგვიძლია უგულებელვყოთ ეს.
-
ეს იყო აქედან.
-
სამჯერ 2 არის 6, დამატებული 1 არის 7.
-
შეგიძლიათ ეს ნახოთ.
-
შემდეგ ვაკლებთ და არ გვაქვს ნაშთი.
-
25 მოთავსდება 103.075-ში ზუსტად
4.123-ჯერ, რაც ლოგიკურია:
-
რადგან 25 მოთავსდება ასში ოთხჯერ.
-
ეს ცოტათი მეტია
ასზე, ასე რომ, ეს იქნება ოთხზე მეტი.
-
ეს იქნება ზუსტად იგივე პასუხი,
-
რამდენჯერაც
0.25 მოთავსდება 1.03075-ში.
-
ესეც იქნება 4.123.
-
მოკლედ,
ეს წილადი, ანუ ეს გამოსახულება,
-
ზუსტად იგივეა, რაც 4.123.
-
და დავასრულეთ!