-
იპოვეთ a და შეამოწმეთ თქვენი პასუხი.
-
მოცემული გვაქვს, რომ a პლუს
ხუთი უდრის 54-ს
-
ეს გვეუბნება, რომ გვაქვს რაღაც რიცხვი,
რაღაც ცვლადი a,
-
და თუ ამ ცვლადს ხუთს დავუმატებ
მივიღებ 54-ს.
-
შეიძლება ამის ამოხსნა გონებაშიც შეგიძლიათ
-
მაგრამ, ჩვენ მაინც უფრო
სისტემატურად გავაკეთებთ
-
რადგან ეს დაგეხმარებათ, როცა უფრო
რთულ ამოცანებთან გექნებათ შეხება.
-
ზოგადად, როცა გვაქვს ასეთი ტიპის განტოლება
გვჭირდება ცვლადი,
-
გვჭირდება ეს a
განტოლების ერთ მხარეს
-
გვსურს მისი იზოლირება.
-
ის უვკე არის მარცხენა მხარეს, ამიტომ
სხვა ყველაფერი მოვაშოროთ მარცხენა მხარეს
-
მის გარდა, მარცხნივ არის დადებითი ხუთიანი.
-
პლუს ხუთის, ან დადებითი ხუთის მოსაშორებლად
ყველაზე კარგი ხერხი ხუთის გამოკლებაა
-
ამიტომ გამოვაკლოთ ხუთი, მაგრამ გახსოვდეთ,
აქ მოცემული გვაქვს, "a პლუს 5 ტოლია 54"
-
თუ გვსურს განტოლებამ კვლავ
შეინარჩუნოს ყველაფერი, რასაც განტოლების
-
მარცხენა მხარეს ვასრულებთ, მარჯვენა
მხარეს მოქმედებები უნდა შევასრულოთ
-
ამიტომ 54 მარჯვენა მხარესაც
უნდა გამოვაკლოთ
-
ამრიგად გვაქვს, პლუს ხუთს მინუს ხუთი
-
ეს უბრალოდ a-ს პლუს ნული იქნება,
-
რადგან ვუმატეთ ხუთს და ვაკლებთ ხუთს
ისინი ერთმანეთ აბათილებენ
-
ამრიგად, a პლუს ნული არის a
-
შემდეგ კი, 54 მინუს ხუთი არის 49
და მოვრჩით
-
ვიპოვეთ a-ს მნიშვნელობა
a უდრის 49-ს
-
ახლა კი შევამოწმოთ. შემოწმება შეგვიძლია
განტოლებაში a-ს ადგილას 49-ის ჩასმით
-
ამიტომ a პლუს ხუთი უდრის 54 ნაცვლად
ვნახოთ 49 პლუს ხუთი თუ უდრის 54-ს
-
ამრიგად, უბრალოდ ვსვამთ მას განტოლებაში
-
49-ს პლუს, მოდი ამას ისეთივე
მწვანე ელფერს მივცემ,
-
49 პლუს ხუთი უდრის 54-ს,
-
ვცდილობთ ეს შევამოწმოთ,
-
49 პლუს ხუთი უდრის 54-ს,
დიახ, მართლაც ასეა.
-
ყველაფერი შემოწმებულია.