Return to Video

საყვარელი, სექსუალური, ტკბილი, სასაცილო

  • 0:00 - 0:03
    მე დავდივარ მსოფლიოს გარშემო,
  • 0:03 - 0:05
    დარვინის შესახებ ლექციების წასაკითხად
  • 0:05 - 0:08
    და როგორც წესი ვსაუბრობ
    დარვინის "უცნაურ შებრუნებულ მსჯელობაზე".
  • 0:08 - 0:13
    ეს სათაური, ეს ფრაზა,
    მოდის ადრეული კრიტიკოსისგან
  • 0:13 - 0:17
    ეს არის ნაწყვეტი, რომელიც მიყვარს
    და მინდა რომ წაგიკითხოთ:
  • 0:17 - 0:22
    "საქმე გვაქვს თეორიასთან,
    რომელშიც შემოქმედი არის აბსოლუტური უვიცობა
  • 0:22 - 0:27
    შემდეგნაირად შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ
    მთელი სისტემის ძირითადი პრინციპი,
  • 0:27 - 0:30
    იმისთვის რომ შევქმნათ უნაკლო
    და მშვენიერი მანქანა,
  • 0:30 - 0:33
    არ არის საჭირო იმის ცოდნა
    თუ როგორ კეთდება ის.
  • 0:33 - 0:37
    დეტალური გარჩევის შემდეგ,
    მოკლედ, ეს მტკიცება გამოხატავს
  • 0:37 - 0:41
    ამ თეორიის ძირითად მნიშვნელობას,
  • 0:41 - 0:45
    და გამოხატავს რამდენიმე სიტყვით
    დარვინის სწავლების მთელს არსს,
  • 0:45 - 0:49
    რომელიც როგორც ჩანს ფიქრობს,
    რომ მსჯელობის უცნაური შებრუნებით,
  • 0:49 - 0:52
    აბსოლუტურ უვიცობას, შეუძლია
  • 0:52 - 0:58
    დაიკავოს, შექმნის ხელოვნების მიღწევებში
    აბსოლუტური სიბრძნის ადგილი"
  • 0:58 - 1:05
    ზუსტად, მართალია.
    და ეს მართლაც უცნაური შებრუნებაა.
  • 1:05 - 1:09
    კრეაციონისტების ბროშურაში,
    არის შემდეგი შესანიშნავი გვერდი:
  • 1:09 - 1:11
    "ტესტი მეორე:
  • 1:11 - 1:15
    იცით თუ არა რამე შენობა,
    რომელსაც არ ჰყავს მშენებელი? დიახ/არა.
  • 1:15 - 1:18
    იცით თუ არა რამე ნახატი,
    რომელსაც არ ჰყავს მხატვარი? დიახ/არა
  • 1:18 - 1:22
    იცით თუ არა რამე მანქანა,
    რომელსაც არ ჰყავს მწარმოებელი? დიახ/არა.
  • 1:22 - 1:27
    თუ რომელიმე შეკითხვაზე "დიახ" უპასუხეთ,
    გთხოვთ განმარტოთ დეტალურად."
  • 1:27 - 1:33
    აჰა! ვგულისხმობ ეს მსჯელობის მიმდინარეობის
    მართლაც უცნაური შებრუნებაა.
  • 1:33 - 1:37
    თქვენ შეიძლება იფიქროთ,
    აზრიანია მტკიცება,
  • 1:37 - 1:41
    რომ დიზაინს სჭირდება მოაზროვნე დიზაინერი,
  • 1:41 - 1:43
    მაგრამ დარვინმა აჩვენა,
    რომ ეს მცდარი აზრია
  • 1:43 - 1:48
    თუმცა, დღეს ვაპირებ მოგიყვეთ
    დარვინის სხვა უცნაურ შებრუნებაზე,
  • 1:48 - 1:54
    რომელიც, პირველ რიგში ასევე დამაფიქრებელია
    და რაღაც აზრით ასეთივე მნიშნელოვანიც.
  • 1:54 - 2:01
    აზრიანია მსჯელობა, რომ ჩვენ გვიყვარს
    შოკოლადის ტორტი, იმიტომ რომ ის ტკბილია.
  • 2:01 - 2:07
    ბიჭებს მოსწონთ ასეთი გოგონები,
    იმიტომ რომ ისინი სექსუალურები არიან.
  • 2:07 - 2:11
    ჩვენ გვიყვარს ბავშვები,
    იმიტომ რომ ისინი საყვარლები არიან.
  • 2:11 - 2:20
    და რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცინით ხუმრობებზე,
    იმიტომ რომ ისინი სასაცილოა.
  • 2:20 - 2:27
    სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა. დიახ,
    პირიქით და დარვინმა გვაჩვენა თუ რატომ.
  • 2:27 - 2:35
    მოდით დავიწყოთ ტკბილიდან. ჩვენი ტკბილის
    სიყვარული, განვითარებული შაქრის დეტექტორია
  • 2:35 - 2:39
    რადგან შაქარი არის ენერგიის წყარო
    და ამიტომ უხეშად რომ ვთქვათ,
  • 2:39 - 2:44
    ის პრიორიტეტებშია განსაზღვრული,
    ამიტომაც გვიყვარს ტკბილი.
  • 2:44 - 2:51
    თაფლი იმიტომ არის ტკბილი,
    რომ ჩვენ ის გვიყვარს და არა
  • 2:51 - 2:56
    "ჩვენ გვიყვარს თაფლი, რადგან ის ტკბილია"
    თაფლში არაფერია თავისთავად ტკბილი.
  • 2:56 - 3:00
    გლუკოზის მოლეკულებს
    დაბრმავებამდეც რომ დააკვირდეთ,
  • 3:00 - 3:03
    ვერ გაიგებთ თუ რატომ გვეტკბილება ისინი.
  • 3:03 - 3:09
    უნდა შეხედოთ ჩვენს ტვინს,
    იმისთვის რომ მიხვდეთ რატომ გვეტკბილება.
  • 3:09 - 3:11
    ამიტომ თუ ფიქრობთ, რომ ჯერ სიტკბო გაჩნდა
  • 3:11 - 3:13
    როგორც ასეთი და მერე ჩვენ განვვითარდით,
  • 3:13 - 3:17
    რომ ის მოგვწონებოდა, უკუღმა გაგიგიათ;
    ეს არასწორია. ყველაფერი პირიქით არის.
  • 3:17 - 3:21
    სიტკბო გაჩნდა, ჩვენს მიერ
    მისი შეგრძნების განვითარებასთან ერთად.
  • 3:21 - 3:25
    და ამ ახალგაზრდა ქალბატონებშიც
    არაფერია თავისთავად სექსუალური.
  • 3:25 - 3:30
    და ეს კარგია რომ ასეა,
    რადგან რომ ყოფილიყო,
  • 3:30 - 3:34
    მაშინ დედა ბუნებას შეექმნებოდა პრობლემები:
  • 3:34 - 3:39
    როგორ აიძულებდა ის შიმპანზეს დაწყვილებას?
  • 3:41 - 3:49
    შეიძლება იფიქროთ,
    რომ არის გამოსავალი: ჰალუცინაცია.
  • 3:49 - 3:53
    ეს შეიძლება იყოს გამოსავალი,
    მაგრამ არის უფრო სწრაფი მეთოდიც
  • 3:53 - 3:56
    უბრალოდ დაუდგინე შიმპანზეს,
    რომ მოსწონდეს სწორედ ეს გარეგნობა
  • 3:56 - 3:59
    და ის მას მართლაც მოეწონება.
  • 3:59 - 4:03
    და მორჩა!
  • 4:04 - 4:08
    6 მილიონ წელზე მეტია, რაც ჩვენ და შიმპანზე
    სხვადასხვა გზით ვვითარდებით.
  • 4:08 - 4:11
    ჩვენი სხეულები საკმაოდ უცნაურად გამელოტდა.
  • 4:11 - 4:15
    იმათი კი არა, ამა თუ იმ მიზეზით.
  • 4:15 - 4:27
    ჩვენიც რომ არ გამელოტებულიყო, ალბათ ეს
    იქნებოდა ჩვენთვის სექსუალობის მწვერვალი.
  • 4:27 - 4:32
    სიტკბოს სიყვარული, არის
    განვითარებული ინსტიქტური უპირატესობა
  • 4:32 - 4:35
    მაღალენერგიული საკვებისადმი.
    ის არ იყო გათვლილი
  • 4:35 - 4:38
    შოკოლადის ტორტზე.
    შოკოლადის ტორტი ეს არის სუპერსტიმული.
  • 4:38 - 4:40
    ტერმინი, რომელიც ეკუთვნის ნიკო ტინბირგენს.
  • 4:40 - 4:42
    ის ატარებდა ცნობილ ექსპერიმენტს თოლიებზე
  • 4:42 - 4:46
    რომლებშიც აღმოაჩინა,
    რომ ვარდისფერი ლაქა თოლიის ნისკარტზე
  • 4:46 - 4:48
    უფრო დიდი და კაშკაშა რომ გავაკეთოთ,
  • 4:48 - 4:50
    ბარტყები მას უფრო ძლიერად უნისკარტებენ.
  • 4:50 - 4:53
    ეს არის მათთვის სუპერსტიმული
    და მათ ის უყვართ.
  • 4:53 - 4:57
    რასაც ჩვენ ამჟამად ვხედავთ,
    მაგალითად შოკოლადის ტორტი
  • 4:57 - 5:02
    ეს არის ჩვენი თანდაყოლილი ინსტიქტების,
    გამაღიზიანებელი სუპერსტიმული.
  • 5:02 - 5:05
    არსებობს ბევრი სუპერსტიმული
    შოკოლადის ტორტი მხოლოდ ერთი მათგანია
  • 5:05 - 5:08
    არსებობს უამრავი სექსუალობის სუპერსტიმული.
  • 5:08 - 5:14
    და ასევე არის საყვარლობის სუპერსტიმულიც.
    აი კარგი მაგალითიც:
  • 5:14 - 5:19
    მნიშვნელოვანია, გვიყვარდეს ბავშვები
    და არ განგვიზიდავდეს მათი ჩასვრილი საფენი.
  • 5:19 - 5:25
    ამიტომ, ბავშვები იძულებულნი არიან
    რაღაცით მიგვიზიდონ და ისინი ამას კეთებენ.
  • 5:25 - 5:29
    და სხვათაშორის,
    ბოლო კვლევები აჩვენებს რომ დედები
  • 5:29 - 5:32
    უპირატესობას ანიჭებენ საკუთარი შვილების
    ჩასვრილი საფენების სუნს.
  • 5:32 - 5:35
    ამგვარად ბუნება მუშაობს ბევრ დონეზე.
  • 5:35 - 5:40
    ახლა ვთქვათ, ბავშვი სხვანაირად
    რომ გამოიყურებოდეს, მაგალითად ასე,
  • 5:40 - 5:44
    მაშინ ჩვენთვის ეს იქნებოდა საყვარელი,
    ეს მოგვეჩვენებოდა საყვარლად.
  • 5:44 - 5:50
    ვიფიქრებდით, ღმერთო, ოღონდ ამას ჩამახუტაო.
  • 5:50 - 5:52
    ეს არის უცნაური შებრუნება.
  • 5:52 - 5:59
    ახლა კი, საბოლოოდ რაც შეეხება სასაცილოს.
    ამ შემთხვევაშიც იგივესთან გვაქვს საქმე.
  • 5:59 - 6:03
    ეს რთულია. არ არის ასე ცხადი.
    ამიტომ დავიტოვე ის ბოლოსთვის
  • 6:03 - 6:05
    მასზე აქ ბევრის მოყოლას ვერ შევძლებ,
  • 6:05 - 6:11
    მაგრამ თქვენ უნდა იფიქროთ ევოლუციურად,
    იფიქრეთ რა არის ის რთული სამუშაო,
  • 6:11 - 6:14
    შავი სამუშაო,
    რომელიც ვიღაცამ რომ შეასრულოს,
  • 6:14 - 6:22
    ისეთი მნიშვნელოვანია, რომ საჭიროა,
    ჩაშენებული წარმატების დაჯილდოვების მეთოდი?
  • 6:22 - 6:26
    ვფიქრობ ჩვენ ვიპოვეთ პასუხი,
    მე და ჩემმა რამდენიმე კოლეგამ.
  • 6:26 - 6:30
    ეს არის ნერვული სისტემა,
    რომელიც მომართულია ტვინის დაჯილდოვებაზე
  • 6:30 - 6:35
    შავი, უინტერესო სამუშაოსთვის.
  • 6:36 - 6:40
    ჩვენი პასუხი ამ საკითხზე არის,
  • 6:40 - 6:43
    რომ ეს არის ხარვეზის აღმოჩენის სიხარული.
  • 6:43 - 6:45
    ახლა დრო არ არის, რომ დეტალურად განვმარტო,
  • 6:45 - 6:50
    მაგრამ ვიტყვი, რომ ხარვეზის აღმოჩენის
    მხოლოდ ზოგიერთი ტიპი ჯილდოვდება.
  • 6:50 - 6:58
    და ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის იუმორის
    ერთგვარ ნეიროსამეცნიერო ზონდად გამოყენება
  • 6:58 - 7:02
    იუმორის ჩართა-გამორთვით.
    ხუმრობის რეგულატორის ტრიალით...
  • 7:02 - 7:04
    ახლა სასაცილოა... ა, ახლა უფრო სასაცილოა..
  • 7:04 - 7:06
    კიდევ ცოტა ვატრიალებთ,
    აღარ არის სასაცილო..
  • 7:06 - 7:09
    ამ გზით,
    ჩვენ მართლაც შეგვიძლია რაღაცის სწავლა
  • 7:09 - 7:11
    ტვინის არქიტექტურაზე,
  • 7:11 - 7:13
    ტვინის ფუქნციონალურ არქიტექტურაზე.
  • 7:13 - 7:18
    ამის პირველი ავტორი მეთიუ ჰარლია.
    ჩვენ ამას ჰარლის მოდელს ვეძახით.
  • 7:18 - 7:22
    ის კომპიუტერული მეცნიერია.
    რეჯინალდ ადამსი - ფსიქოლოგი და მე.
  • 7:22 - 7:24
    ჩვენ ერთად ვწერთ წიგნს ამის შესახებ.
  • 7:24 - 7:27
    დიდი მადლობა
Title:
საყვარელი, სექსუალური, ტკბილი, სასაცილო
Speaker:
დენ დენეტი
Description:

რატომ არიან ბავშვები საყვარლები? რატომ არის ნამცხვარი ტკბილი? ფილოსოფოსი დენ დენეტი მოულოდნელი პასუხებით, გვიზიარებს ევოლუციის არაინტუიციურ მსჯელობას საყვარელ, ტკბილ და სექსუალურ საგნებზე (ასევე ახალ თეორიას მეთიუ ჰარლისგან, თუ რატომ არის ხუმრობა სასაცილო)

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
07:32
Amaranta Heredia Jaén approved Georgian subtitles for Cute, sexy, sweet, funny
Amaranta Heredia Jaén edited Georgian subtitles for Cute, sexy, sweet, funny
Amaranta Heredia Jaén edited Georgian subtitles for Cute, sexy, sweet, funny
Amaranta Heredia Jaén edited Georgian subtitles for Cute, sexy, sweet, funny
Michael Kaulashvili accepted Georgian subtitles for Cute, sexy, sweet, funny
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Cute, sexy, sweet, funny
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Cute, sexy, sweet, funny
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Cute, sexy, sweet, funny
Show all

Georgian subtitles

Revisions