Return to Video

შერილ სენდბერგი: " რატომ არიან ჩვენს შორის ასე ცოტა მმართველი ქალბატონები? "

  • 0:00 - 0:02
    ყველა ჩვენგანმა, ვინც დღეს აქ ვიმყოფებით
  • 0:02 - 0:05
    დასაწყისშივე უნდა აღვნიშნოთ, რომ იღბლიანები ვართ
  • 0:05 - 0:07
    რადგან ჩვენ არ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში,
  • 0:07 - 0:09
    რომელშიც ჩვენი დედები და ბებიები ცხოვრობდნენ
  • 0:09 - 0:12
    და სადაც კარიერული არჩევანი ქალებისთვის იყო შეზღუდული
  • 0:12 - 0:14
    და თუ დღეს თქვენ ამ ოთახში იმყოფებით,
  • 0:14 - 0:16
    უმეტესობა ალბათ გაიზარდა იმ სამყაროში
  • 0:16 - 0:19
    სადაც გვქონდა ძირითადი სამოქალაქო უფლებები
  • 0:19 - 0:21
    და გასაოცარია, მაგრამ ჩვენ ახლაც ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ
  • 0:21 - 0:23
    სადაც ქალებს ჯერ კიდევ არ გააჩნიათ ისინი.
  • 0:23 - 0:25
    მაგრამ ეს ყველაფერი გვერდით გადავდოთ, ჩვენ მაინც გვაქვს სხვა პრობლემები
  • 0:25 - 0:27
    უფრო სერიოზული პრობლემები
  • 0:27 - 0:29
    და მათგან ერთი ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ
  • 0:29 - 0:31
    ხშირ შემთხვევაში ქალები არ აღწევენ
  • 0:31 - 0:33
    უმაღლეს პროფესიულ საფეხურებს
  • 0:33 - 0:35
    მსოფლიოში.
  • 0:35 - 0:37
    ციფრები უფრო უკეთ მოგვითხრობენ ამის შესახებ:
  • 0:37 - 0:39
    190 სახელმწიფო მმართველიდან
  • 0:39 - 0:41
    მხოლოდ 9 არის ქალი.
  • 0:41 - 0:43
    მსოფლიოს პარლამენტებში – დეპუტატების სრული რაოდენობის
  • 0:43 - 0:45
    მხოლოდ 13 % ია ქალი.
  • 0:45 - 0:47
    კორპორატიულ სექტორში
  • 0:47 - 0:49
    ქალები ტოპ პოზიციებზე
  • 0:49 - 0:51
    უმაღლეს რანგის თანამდებობებზე და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე
  • 0:51 - 0:54
    მხოლოდ 15, 16 % -ს შეადგენენ.
  • 0:54 - 0:56
    ეს რიცხვები არ შეცვლილა 2002 წლის შემდეგ
  • 0:56 - 0:59
    და სამწუხაროდ არასწორი მიმართულებით მიდის.
  • 0:59 - 1:01
    თუნდაც არაკომერციულ სამყაროში
  • 1:01 - 1:03
    სამყაროში, რომელზეც ზოგჯერ ვფიქრობთ,
  • 1:03 - 1:05
    რომ ქალების მიერ არის მართული,
  • 1:05 - 1:07
    ქალების მხოლოდ 20 %–ია უმაღლეს პოზიციებზე.
  • 1:07 - 1:09
    ჩვენ ასევე სხვა პრობლემის წინაშეც ვდგავართ,
  • 1:09 - 1:12
    ქალებს ურთულესი არჩევანის გაკეთება უხდებათ
  • 1:12 - 1:15
    პროფესიულ წარმატებასა და პირად ბედნიერებას შორის.
  • 1:15 - 1:17
    უახლესმა კვლევებმა აშშ–ში
  • 1:17 - 1:20
    აჩვენა რომ დაქორწინებული მენეჯერების
  • 1:20 - 1:23
    კაცების 2/3–ს ჰყავდათ შვილები
  • 1:23 - 1:26
    და ქალების მხოლოდ 1/3–ს.
  • 1:26 - 1:28
    რამდენიმე წლის წინ მე ვიყავი ნიუ-იორკში
  • 1:28 - 1:30
    და ვდებდი გარიგებას
  • 1:30 - 1:32
    და ვიყავი ერთ-ერთ მდიდრულ ნიუ-იორკულ კერძო ოფისში
  • 1:32 - 1:34
    წარმოიდგინეთ.
  • 1:34 - 1:37
    ვიმყოფები შეხვედრაზე – დაახლოებით 3 საათი მიმდინარეობს -
  • 1:37 - 1:40
    და როცა 2 საათი გავიდა, მოვიდა შესვენების დრო
  • 1:40 - 1:42
    და ყველა დგება,
  • 1:42 - 1:44
    პარტნიორი, ვისაც შეხვედრა მიყავს
  • 1:44 - 1:46
    ძალიან შეცბუნებული ჩანს
  • 1:46 - 1:48
    და მე შევნიშნე, რომ მან
  • 1:48 - 1:50
    არც კი იცის ქალთა საპირფარეშო სად მდებარეობს
  • 1:50 - 1:52
    და დავუწყე გადამზიდ ყუთებს ძებნა,
  • 1:52 - 1:55
    ვიმედოვნებდი, რომ ისინი ახალი გადმოსულები იყვნენ, თუმცა ვერაფერი ვიპოვე
  • 1:55 - 1:58
    და ვკითხე: "თქვენ ეხლახან გადმოხვედით ამ ოფისში?"
  • 1:58 - 2:01
    და მან მითხრა : "ჩვენ აქ უკვე წელიწადზე მეტია, რაც ვმუშაობთ"
  • 2:01 - 2:04
    თქვენ გინდათ მითხრათ,
  • 2:04 - 2:06
    რომ მე ვარ პირველი ქალი,
  • 2:06 - 2:09
    რომელმაც წლის განმავლობაში თქვენთან დადო გარიგება?
  • 2:09 - 2:11
    მან შემომხედა და მითხრა
  • 2:11 - 2:14
    "ალბათ, ან იქნებ თქვენ ხართ ის ვინც მოითხოვა ქალთა საპირფარეშოში შესვლა"
  • 2:14 - 2:16
    (სიცილი)
  • 2:16 - 2:18
    შეკითხვა კი ასეთია:
  • 2:18 - 2:21
    როგორ ვაპირებთ ამის გამოსწორებას?
  • 2:21 - 2:24
    როგორ ვაპირებთ რომ ეს ციფრები შევცვალოთ?
  • 2:24 - 2:27
    როგორ უნდა შევცვალოთ?
  • 2:27 - 2:29
    მე მინდა დავიწყო,
  • 2:29 - 2:31
    სწორედ ამაზე მსურს საუბარი -
  • 2:31 - 2:33
    თუ როგორ შევინარჩუნოთ ქალები სამსახურში -
  • 2:33 - 2:35
    რადგან მე ვიქრობ, რომ პასუხი სწორედ ესაა.
  • 2:35 - 2:37
    ყველაზე მაღალშემოსავლიან პერსონალს შორის
  • 2:37 - 2:40
    ადამიანებს შორის, რომლებიც აღწევენ მწვერვალს -
  • 2:40 - 2:42
    Fortune 500, გენერალური დირექტორი, -
  • 2:42 - 2:45
    ან მათ ანალოგიებს სხვა დარგებში -
  • 2:45 - 2:47
    დარწმუნებული ვარ, პრობლემა ისაა, რომ
  • 2:47 - 2:49
    ქალები ტოვებენ სამსახურს.
  • 2:49 - 2:51
    ხალხი ამაზე ბევრს საუბრობს:
  • 2:51 - 2:53
    საუბრობენ დროის შეთავსებაზე და მენტორობაზე,
  • 2:53 - 2:56
    კომპანიები მუშაობენ ახალ პროგრამებზე,
  • 2:56 - 2:58
    მაგრამ დღეს ამაზე საუბარს არ ვაპირებ -
  • 2:58 - 3:00
    მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
  • 3:00 - 3:03
    დღეს მე ყურადღებას მივმართავ იმისკენ თუ რა შეგვიძლია ჩვენ თვითონ გავაკეთოთ პრობლემის გამოსასწორებლად.
  • 3:03 - 3:06
    რა რჩევა უნდა მივცეთ საკუთარ თავს?
  • 3:06 - 3:09
    რა რჩევას ვაძლევთ ქალებს, რომლებიც მუშაობენ ჩვენთან და ჩვენთვის?
  • 3:09 - 3:11
    რა რჩევები უნდა მივცეთ ჩვენს ქალიშვილებს?
  • 3:11 - 3:13
    დასაწყისშივე მინდა დავაზუსტო,
  • 3:13 - 3:16
    რომ ჩემი ეს გამოსვლა არ არის დასკვნა.
  • 3:16 - 3:18
    მე არ მაქვს სწორი პასუხი.
  • 3:18 - 3:20
    ჩემთვისაც კი არ მაქვს.
  • 3:20 - 3:23
    მე დავტოვე სან ფრანცისკო(სადაც ვცხოვრობ) ორშაბათს
  • 3:23 - 3:25
    და მოვფრინავდი ამ კონფერენციაზე.
  • 3:25 - 3:28
    და როდესაც ჩემი სამი წლის ქალიშვილი დავტოვე საბაშვო ბაღთან
  • 3:28 - 3:30
    მეხვეოდა
  • 3:30 - 3:32
    და ტიროდა - დედა არ წახვიდე -
  • 3:32 - 3:35
    ეს რთულია, ხშირად თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
  • 3:35 - 3:37
    მე არ ვიცნობ ქალს -
  • 3:37 - 3:39
    სახლში არიან ისინი თუ სამსახურში -
  • 3:39 - 3:41
    ვინც არ განიცდის ხოლმე იმავეს.
  • 3:41 - 3:44
    მე არ ვამბობ, რომ სამსახურში დარჩენა
  • 3:44 - 3:46
    ყველასთვის სწორი გამოსავალია
  • 3:46 - 3:49
    მაგრამ ჩემი დღევანდელი გამოსვლა არის რცევები მათთვის,
  • 3:49 - 3:51
    ვისაც სურთ სამსახურში დარჩენა.
  • 3:51 - 3:53
    სულ სამი რჩევაა:
  • 3:53 - 3:56
    1. მიუსხედით მაგიდას
  • 3:56 - 3:59
    2. გახადეთ თქვენი პარტნიორი ნამდვილი პარტნიორი.
  • 3:59 - 4:03
    3. მენტალურად არ წახვიდეთ იქამდე, სანამ წახვალთ.
  • 4:03 - 4:05
    პირველი რჩევა: დასხედით მაგიდასთან.
  • 4:05 - 4:07
    რამდენიმე კვირის წინ Facebook-ში
  • 4:07 - 4:10
    ვუმასპინძლეთ ერთ მაღალჩინოსანს მთავრობიდან
  • 4:10 - 4:12
    ის მოვიდა რომ შეხვედროდა მმართველ წრეს
  • 4:12 - 4:15
    Sillicon Valley-დან.
  • 4:15 - 4:17
    ყველანი მიუსხდნენ მაგიდას.
  • 4:17 - 4:20
    შემდეგ შემოგვიერთდა ორი ქალბატონი, რომლებიც მას ახლდნენ
  • 4:20 - 4:22
    რომელებსაც ასევე საკმაოდ მაღალი თანამდებობები ჰქონდათ.
  • 4:22 - 4:25
    და მე ვუთხარი მათ: "დასხედით, დაბრძანდით მაგიდასთან"
  • 4:25 - 4:28
    ისინი კი ოთახის სხვა მხარეს დასხდნენ.
  • 4:28 - 4:30
    როდესაც კოლეჯში ვსწავლობდი
  • 4:30 - 4:33
    ევროპული ინტელექტუალიზმის ისტორიის კურსს გავდიოდი
  • 4:33 - 4:35
    არ გიყვართ მსგავსი რაღაც კოლეჯიდან?
  • 4:35 - 4:37
    ნეტა შემეძლოს ისევ მსგავსის გაკეთება
  • 4:37 - 4:39
    და კურსი ავიღე ჩემს ოთახის მეგობარ ქერისთან ერთად
  • 4:39 - 4:41
    რომელიც იყო ბრწყინვალე, განათლებული სტუდენტი
  • 4:41 - 4:43
    შემდეგ კი ბრწყინვალე მეცნიერი გახდა -
  • 4:43 - 4:45
    და ჩემს ძმასთან ერთად, ის ჭკვიანი ბიჭი იყო,
  • 4:45 - 4:47
    მომავალი ექიმი, რომელიც წყლის პოლოს თამაშის მეტს არაფერს აკეთებდა.
  • 4:47 - 4:49
    და იყო მეორეკურსელი.
  • 4:49 - 4:51
    ჩვენ სამნი ერთად დავდიოდით ამ კურსზე.
  • 4:51 - 4:53
    ქერი კითხულობდა ყველა წიგნს
  • 4:53 - 4:55
    ბერძნულ და ლათინურ ორიგინალში
  • 4:55 - 4:57
    ესწრებოდა ყველა ლექციას.
  • 4:57 - 4:59
    მე ვკითხულობდი ყველა წიგნს ინგლისურად
  • 4:59 - 5:01
    დავდიოდი უმეტესობა ლექციებზე.
  • 5:01 - 5:03
    ჩემი ძმა კი დაკავებული იყო -
  • 5:03 - 5:05
    მან 12 დან მხოლოდ ერთი წიგნი წაიკითხა
  • 5:05 - 5:07
    და რამდენიმე ლექციას დაესწრო.
  • 5:07 - 5:09
    გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე
  • 5:09 - 5:12
    მოგვაკითხა ოთახში, რომ დავხმარებოდით მომზადებაში.
  • 5:12 - 5:15
    სამივე მივდივართ გამოცდაზე ერთად, და ვსხდებით
  • 5:15 - 5:17
    გამოცდა სამი საათი გრძელდება
  • 5:17 - 5:20
    თან გვაქვს ჩვენი პატარა ცისფერი რვეულები – დიახ, სწორედ ის დროა..
  • 5:20 - 5:23
    გამოცდიდან გამოვდივართ თუ არა ვეკითხებით: რა ქენი?
  • 5:23 - 5:26
    ქერი ამბობს: "მგონი კარგად ვერ აღვწერე ძირითადი საკითხი
  • 5:26 - 5:28
    ჰეგელის დიალექტიკაში"
  • 5:28 - 5:31
    მე ვამბობ: " ნეტა კარგად დამეკავშირებინა
  • 5:31 - 5:34
    ჯონ ლოკის თეორია საკუთრებაზე, შემდგომ ფილოსოფოსებთან".
  • 5:34 - 5:36
    ჩემი ძმა კი ამბობს
  • 5:36 - 5:39
    "ჯგუფში საუკეთესო ქულა ჩემია".
  • 5:40 - 5:42
    "შენ მიიღებ ჯგუფში საუკეთესო ქულას?
  • 5:42 - 5:45
    შენ ხომ არაფერი იცი".
  • 5:45 - 5:47
    პრობლემა ამ ისტორიებში არის ის
  • 5:47 - 5:50
    რასაც მონაცემები აჩვენებენ:
  • 5:50 - 5:53
    ქალები სისტემატურად სათანადოდ ვერ აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს.
  • 5:53 - 5:55
    თუ ქალებს და კაცებს ჩაუტარებთ ტესტს
  • 5:55 - 5:58
    და შეეკითხებით ისეთ კრიტეტიუმზე როგორიცაა GPA
  • 5:58 - 6:00
    კაცები იღებენ ძალიან მაღალს
  • 6:00 - 6:03
    ხოლო ქალები შედარებით დაბალს.
  • 6:03 - 6:06
    ქალები არ იცავენ საკუთარ ინტერესებს, შეხედულებებს სამსახურში.
  • 6:06 - 6:08
    და უკანასკნელი ორი წლის კვლევა ადამიანებს შორის,
  • 6:08 - 6:10
    რომლების კოლეჯის დამთავრებისთანავე იწყებენ სამსახურს -
  • 6:10 - 6:13
    აჩვენებს, რომ ასეთი ბიჭების 57%
  • 6:13 - 6:15
    ან კაცების, ალბათ,
  • 6:15 - 6:17
    გასაუბრებაზე პირველად განიხილავებ ხელფასის ოდენობას
  • 6:17 - 6:20
    იმავეს ქალების მხოლოდ 7% აკეთებს.
  • 6:20 - 6:22
    და კიდევ ერთი რაც ასევე მნიშვნელოვანია -
  • 6:22 - 6:25
    კაცები წარმატებას მხოლოდ თავიანთ თავს აწერენ,
  • 6:25 - 6:28
    და ქალები კი საკუთარ წარმატებას სხვა ფაქტორებს მიაწერენ.
  • 6:28 - 6:30
    თუ კაცს შეეკითხებით როგორ შეასრულა საქმე ასე კარგად,
  • 6:30 - 6:33
    გიპასუხებთ: "მე მაგარი ვარ"
  • 6:33 - 6:36
    რა თქმა უნდა, საერთოდ რა კითხვაა?
  • 6:36 - 6:38
    ხოლო როდესაც ქალს შეეკითხებით როგორ მოახერხა სამუშაოს შესრულება
  • 6:38 - 6:40
    გიპასუხებთ, რომ მას დაეხმარნენ,
  • 6:40 - 6:42
    გაუმართლათ, ან რომ კარგად შრომობდნენ და იმიტომ.
  • 6:42 - 6:44
    რატომაა ეს მნიშვნელოვანი?
  • 6:44 - 6:46
    ამას აქვს დიდი მნიშვნელობა
  • 6:46 - 6:49
    იმიტომ რომ ვერავინ იღებს ოფისის კუთხეს
  • 6:49 - 6:51
    სადღაც სხვა მხარეს მოშორებით, და არა მაგიდასთან ჯდომით
  • 6:51 - 6:53
    და ვერავინ იღებს დაწინაურებას
  • 6:53 - 6:56
    თუ თვითონ არ ფიქრობს, რომ იმსახურებს ამ წარმატებას
  • 6:56 - 6:59
    ან თუ მას არ ესმის თავსი წარმატების მნიშვნელობა.
  • 6:59 - 7:01
    ნეტა პასუხი ასეთი მარტივი იყოს.
  • 7:01 - 7:03
    ნეტა შემეძლოს გავიდე და ვუთხრა ყველა ახალგაზრდა ქალბატონს
  • 7:03 - 7:05
    ყველა შესანიშნავ ქალბატონს
  • 7:05 - 7:07
    "გჯეროდეთ საკუთარი თავის და იბრძოლეთ თქვენი თავისთვის
  • 7:07 - 7:09
    უხელმძღვანელეთ საკუთარ წარმატებას"
  • 7:09 - 7:12
    ნეტა შემეძლოს, რომ ვუთხრა ეს ჩემს ქალიშვილს
  • 7:12 - 7:14
    მაგრამ ეს არც ისე მარტივია.
  • 7:14 - 7:17
    იმიტომ, რომ მონაცემები ერთ რამეს აჩვენებს -
  • 7:17 - 7:19
    წარმატება და მოწონება
  • 7:19 - 7:22
    დადებითადაა განაწილებული კაცების მიმართ
  • 7:22 - 7:24
    და ნეგატიურად ქალების მიმართ.
  • 7:24 - 7:26
    და ყველა თავს ხრის თანხმობის ნიშნად,
  • 7:26 - 7:28
    რადგან ყველამ ვიცით, რომ ეს სიმართლეა.
  • 7:28 - 7:31
    არის ძალიან კარგი კვლევა, რომელიც კარგად აჩვენებს ამას -
  • 7:31 - 7:33
    ეს არის ცნობილი ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კვლევა
  • 7:33 - 7:35
    ქალზე, სახელად ჰეიდი როიზენი.
  • 7:35 - 7:37
    და ის ერთ-ერთი მმართველია კომპანიაში
  • 7:37 - 7:39
    Sillicon Valley
  • 7:39 - 7:41
    და ის იყენებს კონტაქტებს
  • 7:41 - 7:44
    რათა გახდეს წარმატებული ინვესტორი.
  • 7:44 - 7:46
    2002 ში, არც ისე დიდი ხნის წინ
  • 7:46 - 7:48
    კოლუმბიის უნივერსიტეტში ერთმა პროფესორმა
  • 7:48 - 7:51
    მან დაარქვა ამ საქმეს ჰოვარდ როიზენი.
  • 7:51 - 7:53
    და დაურიგა ყველა სტუდენტს
  • 7:53 - 7:55
    სტუდენტების ორ ჯგუფს
  • 7:55 - 7:57
    მან მხოლოდ ერთი სიტყვა შეცვალა:
  • 7:57 - 7:59
    ჰეიდი – ჰოვარდით
  • 7:59 - 8:02
    და სწორედ ამ ერთმა სიტყვამ გამოიწვია დიდი განსხვავება.
  • 8:02 - 8:04
    ის იკვლევდა სტუდენტებს
  • 8:04 - 8:07
    და კარგი ამბავი ისაა, რომ ორივე სქესის სტუდენტებმა
  • 8:07 - 8:09
    ჰეიდიც და ჰოვარდიც თანაბრად კომპეტენტურებად მიიჩნიეს
  • 8:09 - 8:11
    და ეს კარგია.
  • 8:11 - 8:13
    ხოლო ცუდი კი ისაა, რომ ყველას ჰოვარდი მოეწონა.
  • 8:13 - 8:15
    ის ძალიან კარგი ტიპია. და შენ გინდა მისთვის მუშაობა.
  • 8:15 - 8:17
    და შენ გინდა გაატარო დღე მასთან ერთად სათევზაოდ.
  • 8:17 - 8:19
    მაგრამ ჰეიდი? არ ხარ დარწმუნებული.
  • 8:19 - 8:22
    ის თითქოს გადამეტებულია, ცოტათი პოლიტიკური.
  • 8:22 - 8:25
    და არ ხარ დარწმუნებული, რომ მასთან იმუშავებდი.
  • 8:25 - 8:27
    სწორედ ეს არის სირთულე.
  • 8:27 - 8:29
    ჩვენ უნდა ვუთხრათ ქალიშვილებს და კოლეგებს,
  • 8:29 - 8:31
    ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ მივიღეთ უმაღლესი შეფასება –A
  • 8:31 - 8:33
    და მივაღწიეთ დაწინაურებას
  • 8:33 - 8:35
    და მაგიდასთან დასხდომას.
  • 8:35 - 8:37
    და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ მთელ მსოფლიოში,
  • 8:37 - 8:40
    ყველგან, სადაც ქალებს უწევთ მსხვერპლის გაღება, რომ დააწინაურონ,
  • 8:40 - 8:43
    მიუხედავად იმისა, რომ მათ ძმებს არ მოუწევთ ამის გაკეთება.
  • 8:44 - 8:47
    ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ეს ძნელად გასახსენებელია.
  • 8:47 - 8:50
    ახლა მსურს მოგიყვეთ ისტორია, რომლის გამოც ძალიან მრცხვენია -
  • 8:50 - 8:52
    მაგრამ მნიშვნელოვანია.
  • 8:52 - 8:55
    ეს მოხსენება მქონდა Facebook-ში არც ისე დიდი ხნის წინ
  • 8:55 - 8:57
    დაახლოებით 100–მდე თანამშრომელთან,
  • 8:57 - 9:00
    და რამდენიმე საათის შემდეგ, იქვე იყო ერთი ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც იქ მუშაობს
  • 9:00 - 9:02
    და იჯდა ჩემი პატარა მაგიდისგან მოშორებით
  • 9:02 - 9:04
    და მითხრა, რომ საუბარი სურდა ჩემთან
  • 9:04 - 9:06
    კარგი – ვუთხარი მე, ის დაჯდა და ჩვენ ვისაუბრეთ.
  • 9:06 - 9:08
    მან მითხრა– "დღეს მე რაღაც ვისწავლე
  • 9:08 - 9:10
    ვისწავლე, რომ ხელი ზემოთ უნდა მეჭიროს"
  • 9:10 - 9:12
    რას გულისხმობთ? – ვკითხე მე
  • 9:12 - 9:14
    მან თქვა – "როდესაც თქვენ საუბრობდით
  • 9:14 - 9:16
    და თქვით, რომ კიდევ ორ შეკითხვას უპასუხებდით,
  • 9:16 - 9:19
    და მე მქონდა ხელი აწეული სხვებთან ერთად, და თქვენ უპასუხეთ კიდევ ორი შეკითხვას
  • 9:19 - 9:22
    შემდეგ მე ხელი დავწიე, და შევნიშნე რომ ყველა ქალმა დაწია ხელი
  • 9:22 - 9:24
    და შემდეგ თქვენ კიდევ ორ შეკითხვას უპასუხეთ
  • 9:24 - 9:26
    და ისიც მხოლოდ კაცებისგან"
  • 9:26 - 9:28
    მე გავიფიქრე:
  • 9:28 - 9:31
    ნუთუ ეს მე ვარ? ის, ვინც ამ საკითხზე ღელავს
  • 9:31 - 9:33
    და საუბრისას
  • 9:33 - 9:36
    ვერც კი შევამჩნიე,
  • 9:36 - 9:39
    რომ კაცებს ხელი ისევ აწეული ჰქონდათ
  • 9:39 - 9:41
    და ქალებსაც ჰქონდათ ხელი აწეული,
  • 9:41 - 9:43
    რამდენად კარგები ვართ ჩვენ,
  • 9:43 - 9:45
    როგორც კომპანიის ან ორგანიზაციის მმართველები,
  • 9:45 - 9:47
    როცა ვხედავთ, რომ კაცები უფრო ხშირად აღწევენ მიზნებს
  • 9:47 - 9:49
    ვიდრე ქალები?
  • 9:49 - 9:52
    ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავსვათ ქალები მაგიდასთან.
  • 9:52 - 9:55
    (აპლოდისმენტები)
  • 9:55 - 9:57
    მეორე რჩევა:
  • 9:57 - 9:59
    გახადეთ თქვენი პარტნიორი ნამდვილი პარტნიორი.
  • 9:59 - 10:02
    მე დავრწმუნდი, რომ უფრო მეტ პროგრესს ჩვენ სამსახურში ვაღწევთ,
  • 10:02 - 10:04
    ვიდრე სახლში.
  • 10:04 - 10:07
    ამას მონაცემების ადასტურებენ.
  • 10:07 - 10:09
    თუ ქალი და კაცი მუშაობს სრულ განაკვეთზე
  • 10:09 - 10:11
    და ჰყავთ შვილი,
  • 10:11 - 10:14
    ქალი ორჯერ მეტ საშინაო საქმეს აკეთებს, ვიდრე კაცი
  • 10:14 - 10:16
    და ქალი სამჯერ მეტად
  • 10:16 - 10:19
    ზრუნავს ბავშვზე, ვიდრე კაცი.
  • 10:19 - 10:21
    ასე რომ ქალს აქვს სამი ან ორი საქმე,
  • 10:21 - 10:23
    კაცს კი მხოლოდ ერთი.
  • 10:23 - 10:26
    და თქვენი აზრით ვინ მიატოვებს სამსახურს როდესაც რომელიმე სახლშია მეტად საჭირო?
  • 10:26 - 10:28
    ამის მიზეზები ძალიან ჩახლართულია,
  • 10:28 - 10:30
    და მე დროც არ მაქვს მათი მიმოხილვისთვის.
  • 10:30 - 10:32
    არამგონია, კვირა დღეს ფეხბურთის ყურება
  • 10:32 - 10:34
    და უბრალოდ ზარმაცობა იყოს მიზეზი.
  • 10:34 - 10:36
    ვფიქრობ, რომ მიზეზები უფრო რთულია.
  • 10:36 - 10:38
    ვფიქრობ, რომ როგორც საზოგადოება
  • 10:38 - 10:40
    ჩვენ უფრო დიდ ზეწოლას ვახდენთ ბიჭებზე, რომ წარმატებულნი იყვნენ,
  • 10:40 - 10:42
    ვიდრე გოგონებზე.
  • 10:42 - 10:44
    მე ვიცი მამაკაცები, რომლებიც რჩებიან სახლში
  • 10:44 - 10:46
    და საშინაო საქმეებს აკეთებენ, რათა დაეხმარნონ ცოლებს კარიერულ წინსვლაში
  • 10:46 - 10:48
    და ეს ძნელია.
  • 10:48 - 10:50
    როდესაც მე მივდივარ საბავშვო ცენტრში
  • 10:50 - 10:52
    და ვხედავ იქ მამას,
  • 10:52 - 10:54
    ვამჩნევ, რომ სხვა დედები
  • 10:54 - 10:56
    არ ურთიერთობენ მასთან.
  • 10:56 - 10:58
    და ეს პრობლემაა,
  • 10:58 - 11:01
    რადგან ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სამსახური -
  • 11:01 - 11:04
    რადგან საშინაო საქმეები მსოფლიოში ყველაზე რთული სამსახურია -
  • 11:04 - 11:06
    ორივე სქესის ადამიანებისთვის,
  • 11:06 - 11:09
    თუ ჩვენ გვსურს გავათანაბროთ მდგომარეობა და მივცეთ ქალებს საშუალება გააგრძელონ კარიერა.
  • 11:09 - 11:11
    (აპლოდისმენტები)
  • 11:11 - 11:13
    კვლევები აჩვენებენ, რომ წყვილები თანაბარი შემოსავლით
  • 11:13 - 11:15
    და თანაბარი პასუხისმგებლობით
  • 11:15 - 11:17
    ორჯერ უფრო იშვიათად განქორწინდებიან.
  • 11:17 - 11:20
    და თუ ამან საკმარისად ვერ დაგარწმუნათ,
  • 11:20 - 11:22
    კიდევ არსებობს ერთი რამ
  • 11:22 - 11:24
    როგორ ვთქვა ეს სცენაზე?
  • 11:24 - 11:27
    ისინი უკეთ იცნობენ ერთმანეთს ბიბლიური მნიშვნელობითაც.
  • 11:27 - 11:29
    (გამამხნევებელი შეძახილები)
  • 11:29 - 11:31
    მესამე რჩევა:
  • 11:31 - 11:33
    არ წახვიდეთ მანამ, სანამ რეალურად წახვალთ.
  • 11:33 - 11:35
    ვფიქრობ, ძალიან ღრმა ირონიაა
  • 11:35 - 11:37
    იმ მოქმედებებში, რასაც ქალბატონები აკეთებენ -
  • 11:37 - 11:39
    და მე ამას ვხედავ ყოველდღე --
  • 11:39 - 11:42
    სამსახურში დარჩენის მიზნით,
  • 11:42 - 11:44
    საბოლოოდ მისი დატოვებისკენ მიდიან.
  • 11:44 - 11:46
    აი რა ხდება:
  • 11:46 - 11:48
    ყველანი დაკავებულნი ვართ, ყველა დაკავებულია, ქალიც დაკავებულია.
  • 11:48 - 11:51
    და ის იწყებს ფიქრს შვილის ყოლაზე,
  • 11:51 - 11:54
    და როგორც კი იწყებს ფიქრს შვილის ყოლაზე,
  • 11:54 - 11:56
    იწყებს ფიქრს იმაზე, თუ როგორ მოაწყობს ბავშვის ოთახს.
  • 11:56 - 11:59
    "როგორ უნდა შევათავსო ეს ყველაფერი იმასთან, რასაც ვაკეთებ?"
  • 12:00 - 12:02
    და სწორედ იმ მომენტიდან,
  • 12:02 - 12:05
    ის ხელს აღარ იწევს,
  • 12:05 - 12:08
    აღარ ეძებს დაწინაურებას, აღარ ერთვება ახალ პროექტებში,
  • 12:08 - 12:10
    აღარ ამბობს: ''მე. მე მსურს ამის გაკეთება."
  • 12:10 - 12:12
    ის იწყებს უკან დახევას.
  • 12:12 - 12:14
    პრობლემა კი ისაა--
  • 12:14 - 12:17
    ვთქვათ, იმავე დღეს დაორსულდა -
  • 12:17 - 12:20
    ფეხმძიმობის 9 თვე, 3 თვე ჩვილის მოვლა,
  • 12:20 - 12:22
    6 თვე, რომ ცოტა სული მოითქვა,
  • 12:22 - 12:24
    უხეშად რომ ვთქვათ, სულ 2 წელს წაიღებ ეს.
  • 12:24 - 12:26
    მაგრამ ყველაზე ხშირად - ეს თავად მინახავს -
  • 12:26 - 12:28
    ქალები ამაზე ფიქრს გაცილებით ადრე იწყებენ --
  • 12:28 - 12:30
    როდესაც დაინიშნებიან, ან დაქორწინდებიან,
  • 12:30 - 12:33
    როდესაც ბავშვის ყოლაზე იწყებენ ფიქრს, რასაც ძალიან დიდი დრო მიაქვს.
  • 12:33 - 12:35
    ერთი ქალი მოვიდა ამ საკითხთან დაკავშირებით.
  • 12:35 - 12:37
    როდესაც შევხედე მას, საკმაოდ ახალგაზრდა ჩანდა.
  • 12:37 - 12:40
    მე ვკითხე: "შენ და შენი ქმარი ფიქრობთ შვილის ყოლაზე?"
  • 12:40 - 12:43
    მან მიპასუხა: "ო არა, მე არ ვარ გათხოვილი".
  • 12:43 - 12:45
    მას ბოიფრენდიც კი არ ჰყავდა.
  • 12:45 - 12:47
    მე ვუთხარი "შენ ამაზე ძალიან
  • 12:47 - 12:49
    ადრე ფიქრობ".
  • 12:49 - 12:52
    მაგრამ სწორედ ისაა საინტერესო თუ რა ხდება,
  • 12:52 - 12:55
    როდესაც თქვენ ნელ-ნელა პოზიციებს თმობთ.
  • 12:55 - 12:57
    ყველას უფიქრია ამაზე --
  • 12:57 - 13:00
    მინდა გითხრათ, რომ როდესაც შვილი გეყოლებათ,
  • 13:00 - 13:02
    თქვენი სამსახური ძალიან კარგი უნდა იყოს, რომ დაბრუნდეთ,
  • 13:02 - 13:04
    რადგან ძალიან რთულია ბავშვის სახლში დატოვება --
  • 13:04 - 13:06
    თქვენი სამსახური საინტერესო უნდა იყოს.
  • 13:06 - 13:08
    ის უნდა ამართლებდეს თქვენს ქცევას, გაჯილდოვებდეთ.
  • 13:08 - 13:11
    თქვენ უნდა გრძნობდეთ, რომ რაღაცას ცვლით.
  • 13:11 - 13:14
    და თუ ორი წლის წინ თქვენ უარი თქვით დაწინაურებაზე
  • 13:14 - 13:16
    და ვიღაცამ თქვენს გვერდით ისარგებლა ამ შესაძლებლობით,
  • 13:16 - 13:18
    თუ სამი წლის წინ
  • 13:18 - 13:20
    თავი დაანებეთ ახალი შესაძლებლობების ძებნას,
  • 13:20 - 13:22
    თქვენ მოგბეზრდებათ,
  • 13:22 - 13:25
    რადგან სიჩქარის პედალიდან ფეხი არ უნდა აგეღოთ.
  • 13:25 - 13:27
    არ წახვიდეთ მანამ, სანამ მართლა წახვალთ.
  • 13:27 - 13:29
    გააგრძელეთ მუშაობა.
  • 13:29 - 13:31
    გეჭიროთ ფეხი სიჩქარის პედალზე,
  • 13:31 - 13:33
    იმ ძალიან მნიშვნელოვან დღემდე, როდესაც დაგჭირდებათ წასვლა,
  • 13:33 - 13:35
    რათა აიღოთ შესვენება შვილისთვის --
  • 13:35 - 13:37
    და მხოლოდ მაშინ მიიღეთ გადაწყვეტილება.
  • 13:37 - 13:40
    არ მიიღოთ ძალიან ადრეული გადაწყვეტილებები,
  • 13:40 - 13:43
    განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც ვერ აცნობიერებთ.
  • 13:44 - 13:46
    ჩემს თაობას სამწუხაროდ,
  • 13:46 - 13:48
    არ შეუძლია შეცვალოს მმართველი თანამდებობების მონაცემები.
  • 13:48 - 13:50
    ისინი ადგილიდან არ იძვრიან.
  • 13:50 - 13:53
    ჩვენ ვერ მივალთ იმ მაჩვენებლამდე, რომ მოსახლეობის 50 % --
  • 13:53 - 13:56
    ჩემს თაობაში არ იქნება 50 % ქალი
  • 13:56 - 13:58
    უმაღლეს თანამდებობებზე.
  • 13:58 - 14:01
    თუმცა ვიმედოვნებ, რომ მომავალი თაობა შეძლებს ამას.
  • 14:02 - 14:04
    ვფიქრობ, რომ სამყარო სადაც
  • 14:04 - 14:06
    ქავეყნების ნახევარი და კომპანიების ნახევარი
  • 14:06 - 14:09
    ქალების მიერ იქნება მართული, უკეთესი სამყარო იქნება.
  • 14:09 - 14:12
    და ეს არა იმიტომ, რომ ადამიანებს ეცოდინებათ სადაა ქალების საპირფარეშო,
  • 14:12 - 14:15
    თუმცა ესეც საკმაოდ სასარგებლო იქნება.
  • 14:15 - 14:17
    ვფიქრობ, რომ სამყარო უკეთესი იქნება.
  • 14:17 - 14:19
    მე ორი შვილი მყავს --
  • 14:19 - 14:22
    ხუთი წლის ბიჭი და ორი წლის ქალიშვილი.
  • 14:22 - 14:24
    მინდა, რომ ჩემს ბიჭს ჰქონდეს არჩევანი -
  • 14:24 - 14:27
    სრულად მოახმაროს თავი სამსახურს ან სახლს
  • 14:27 - 14:29
    და მინდა, რომ ჩემს ქალიშვილსაც ჰქონდეს არჩევანი --
  • 14:29 - 14:31
    არამხოლოდ იყოს წარმატებული,
  • 14:31 - 14:33
    არამედ აფასებდნენ კიდეც მას თავისი მიღწევებისთვის.
  • 14:33 - 14:35
    გმადლობთ.
  • 14:35 - 14:37
    (აპლოდისმენტები)
Title:
შერილ სენდბერგი: " რატომ არიან ჩვენს შორის ასე ცოტა მმართველი ქალბატონები? "
Speaker:
Sheryl Sandberg
Description:

შერილ სენდბერგი, კომპანია Facebook ის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი იკვლევს თუ რატომ აღწევენ უმაღლეს პროფესიულ საფეხურს უფრო მეტად კაცები, ხოლო იმ ქალბატონებს, რომლებიც მწვერვალს უმიზნებენ სასარგებლო რჩევებს სთავაზობს.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
14:37
TED added a translation

Georgian subtitles

Revisions