1 00:00:00,000 --> 00:00:02,000 სალამი. 2 00:00:02,000 --> 00:00:04,830 კიდევ რამდენიმე ამოცანა გავაკეთოთ კუთხეებზე და იმედი მაქვს, რომ 3 00:00:04,830 --> 00:00:07,746 კუთხეებით თამაშის ექსპერტი გახდებით! 4 00:00:07,746 --> 00:00:13,430 დავიწყოთ. ისევ ვარსკვლავი გვაქვს და დავუშვათ, რომ ეს კუთხეები ვიცით. 5 00:00:13,430 --> 00:00:35,916 ეს კუთხე 41 გრადუსია, ეს 113, ეს კი 101 გრადუსი. 6 00:00:35,916 --> 00:00:44,440 უნდა გავარკვიოთ რას უდრის ეს კუთხე. 7 00:00:44,440 --> 00:00:48,300 ტრადიციულად გირჩევთ, რომ ჯერ თქვენით სცადოთ. 8 00:00:48,300 --> 00:00:51,500 დააპაუზეთ ვიდეო და სცადეთ ამოხსნა. 9 00:00:51,500 --> 00:00:54,520 თუ გაიჭედეთ, განაგრძეთ ყურება და იმედია, 10 00:00:54,520 --> 00:00:56,450 რომ დახმარებას შევძლებ. 11 00:00:56,450 --> 00:01:00,300 ახლა დააპაუზეთ და შემდეგ მე აგიხსნით. 12 00:01:00,300 --> 00:01:05,775 ეს, ეს და ეს კუთხეები ვიცით. უნდა გავიგოთ ეს კუთხე. 13 00:01:05,775 --> 00:01:07,060 როგორ გავაკეთოთ ეს? 14 00:01:07,060 --> 00:01:08,490 რა შესაძლო სტრატეგიები გვაქვს? 15 00:01:08,490 --> 00:01:12,220 ეს, ანუ მოსაზღვრე გვერდი რომ გვცოდნოდა, მარტივი იქნებოდა, 16 00:01:12,220 --> 00:01:14,060 მაგრამ ამის გარკვევაც რთული ჩანს, რადგან 17 00:01:14,060 --> 00:01:16,610 არცერთი სამკუთხედის კუთხე არ არის. 18 00:01:16,610 --> 00:01:20,590 ეს კუთხე კი სამკუთხედის ნაწილია. 19 00:01:20,590 --> 00:01:23,940 ანუ თუ ამ კუთხესა და ამ კუთხეს გავარკვევთ, 20 00:01:23,940 --> 00:01:32,880 ანუ ამ მწვანე კუთხეებს, ამ ყავისფერსაც გავიგებთ. 21 00:01:32,880 --> 00:01:35,290 ესაა თამაშის მიზანი. 22 00:01:35,290 --> 00:01:40,460 აი, ახლა დააპაუზეთ, რადგან მინიშნებაც მოგეცით. 23 00:01:40,460 --> 00:01:47,300 მწვანე კუთხე ამ კუთხის მოსაზღვრე კუთხეა და მათი ჯამი 180-ია, 24 00:01:47,300 --> 00:01:49,732 რაც ცხადია, რადგან ერთ წრფეზე არიან. 25 00:01:49,732 --> 00:01:53,960 ეს თუ 101 გრადუსია, ეს 79 იქნება. 26 00:01:53,960 --> 00:01:56,510 მათი ჯამი 180-ია. 27 00:01:56,510 --> 00:01:58,890 ეს 79-ია. 28 00:01:58,890 --> 00:02:03,480 როგორ გავიგოთ ეს კუთხე? 29 00:02:03,480 --> 00:02:07,730 სადღაც შორს, კუთხეში მარტოა ეს კუთხე და 30 00:02:07,730 --> 00:02:10,215 კარგად ვხედავთ, რომელიმე სამკუთხედის ნაწილია, თუ არა. 31 00:02:10,215 --> 00:02:13,030 პრინციპში უკვე ვთქვით, რომ ამ სამკუთხედის ნაწილია. 32 00:02:13,030 --> 00:02:14,370 თუმცა ეს არაფერს გვეუბნება, რადგან 33 00:02:14,370 --> 00:02:16,330 ეს კუთხე არ ვიცით. 34 00:02:16,330 --> 00:02:18,560 კიდევ რომელი სამკუთხედის ნაწილია? 35 00:02:18,560 --> 00:02:21,540 ამ სამკუთხედის კუთხეცაა. 36 00:02:21,540 --> 00:02:24,120 ამ 'ჩამალული' სამკუთხედების გამო მომწონს ვარსკვლავის ამოცანა, 37 00:02:24,120 --> 00:02:27,910 შეხედვისთანავე რომ არ ჩანან. 38 00:02:27,910 --> 00:02:29,300 მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, გამოჩნდებიან. 39 00:02:29,300 --> 00:02:31,760 მოკლედ, ეს კუთხე ამ სამკუთხედის ნაწილია, 40 00:02:31,760 --> 00:02:33,890 ასევე ამ სამკუთხედისაც. 41 00:02:33,890 --> 00:02:38,060 ამ სამკუთხედს სხვა ფრად დავხატავ, რათა 42 00:02:38,060 --> 00:02:55,690 უფრო ნათელი გახდეს, რომ საჭირო სამკუთხედია. 43 00:02:55,690 --> 00:02:57,180 ესეც ჩვენი სამკუთხედი. 44 00:02:57,180 --> 00:03:00,250 ამ სამკუთხედის ორი კუთხე ვიცით? 45 00:03:00,250 --> 00:03:02,790 ეს კუთხეც ვიცით და ეს კუთხეც. 46 00:03:02,790 --> 00:03:11,070 ანუ ამ კუთხეს პლუს 113 პლუს 41 180-ია, რადგან სამკუთხედის კუთხეებია. 47 00:03:11,070 --> 00:03:20,900 g კუთხე დავარქვათ. 48 00:03:20,900 --> 00:03:28,970 g პლუს 113, ანუ ეს კუთხე, პლუს 41-- 49 00:03:28,970 --> 00:03:32,800 გახსოვდეთ, რომ ამ სამკუთხედს განვიხილავთ. 50 00:03:32,800 --> 00:03:34,810 ყველაზე რთული ნაწილია, რომ არ აგვერიოს, 51 00:03:34,810 --> 00:03:39,970 რომელ სამკუთხედს განვიხილავთ-- ეს უდრის 180 გრადუსს. 52 00:03:39,970 --> 00:03:46,630 g პლუს 154, ხო მართალია? 53 00:03:46,630 --> 00:03:53,190 ეს უდრის 180 გრადუსს. 54 00:03:53,190 --> 00:03:57,200 ანუ g უდრის, ეს რამდენია, 26 გრადუსს, 55 00:03:57,200 --> 00:04:02,830 რადგან ორივე მხარეს გამოვაკელი 154. 56 00:04:02,830 --> 00:04:03,890 თითქმის ამოვხსენით. 57 00:04:03,890 --> 00:04:05,940 ეს მწვანე კუთხე, ანუ g გავიგეთ. 58 00:04:05,940 --> 00:04:07,430 ახლა ესღა გვაქვს გასაგები და 59 00:04:07,430 --> 00:04:10,490 ისინი ამ პატარა სამკუთხედის წევრებია. 60 00:04:10,490 --> 00:04:13,570 ეს პატარა სამკუთხედი. 61 00:04:13,570 --> 00:04:17,460 ჩვენი მიზანია, ამ კუთხის გაგება. მოდით, x დავარქვათ. 62 00:04:17,460 --> 00:04:21,910 x პლუ g, ანუ 26-- ახლახანს გავარკვიეთ. 63 00:04:21,910 --> 00:04:26,820 26 პლუს ეს კუთხე, ანუ 79-- 64 00:04:26,820 --> 00:04:29,010 ეს გავიგეთ, რადგან ამ კუთხის მოსაზღვრე კუთხეა-- 65 00:04:29,010 --> 00:04:31,320 უდრის 180 გრადუსს. 66 00:04:31,320 --> 00:04:38,536 x-ს პლუს 105 უდრის 180-ს. 67 00:04:38,536 --> 00:04:44,570 x უდრის 75-ს, თუ სწორად შევკრიბე და გამოვაკელი. 68 00:04:44,570 --> 00:04:49,660 x უდრის 75 გრადუსს. 69 00:04:49,660 --> 00:04:51,520 ესეც ასე. 70 00:04:51,520 --> 00:04:53,940 კიდევ გავაკეთოთ მსგავსი ამოცანა. 71 00:04:53,940 --> 00:04:58,240 ეს ამოცანები ჩვენს საიტზე იქმნება კომპიუტერის მიერ. 72 00:04:58,240 --> 00:05:01,400 ვინც ეს პროგრამა დაწერა, გენიოსია. 73 00:05:01,400 --> 00:05:07,140 დავუბრუნდეთ ამოცანას. 74 00:05:07,140 --> 00:05:09,550 მოდით, კიდევ დავხატავ. 75 00:05:09,550 --> 00:05:13,790 მარტივ ფიგურას დავხატავ - 76 00:05:13,790 --> 00:05:18,270 უბრალოდ ორი სამკუთხედია გვერდიგვერდ. 77 00:05:18,270 --> 00:05:24,220 კიდევ ერთი ხაზი გავავლოთ, აქ კიდევ ერთი. 78 00:05:24,220 --> 00:05:27,140 ესეც ასე. 79 00:05:27,140 --> 00:05:30,050 დავხატეთ ჩვენი ნახატი. 80 00:05:30,050 --> 00:05:35,010 რა ვიცით ამ სამკუთხედზე და რისი გაგება გვინდა? 81 00:05:35,010 --> 00:05:46,540 გეტყვით, რომ ეს დიდი კუთხე 86 გრადუსია. 82 00:05:46,540 --> 00:05:54,175 ისიც ვიცით, რომ ეს კუთხე 28 გრადუსია. 83 00:05:54,175 --> 00:06:00,590 ეს კუთხე კი 122 გრადუსია. 84 00:06:00,590 --> 00:06:06,430 ჩვენი მიზანია, რომ გავიგოთ რას უდრის ეს კუთხე. 85 00:06:06,430 --> 00:06:08,670 მოდით, რამე კარგი ფერი გამოვიყენოთ. 86 00:06:08,670 --> 00:06:12,560 ან იქნებ რამდენიმე განსხვავებული ფერი. 87 00:06:12,560 --> 00:06:17,720 შეგვიძლია, ჯერ ამ კუთხის მნიშვნელობა გავიგოთ, 88 00:06:17,720 --> 00:06:23,410 შემდეგ 86-ს გამოვაკლოთ ის და მივიღებთ პასუხს. 89 00:06:23,410 --> 00:06:28,410 ამ კუთხის გაგება მარტივია, რადგან ამ სამკუთხედის ორი კუთხე ვიცით. 90 00:06:28,410 --> 00:06:30,730 y დავარქვათ. 91 00:06:30,730 --> 00:06:41,900 y პლუს 122 პლუს 28 180-ია. 92 00:06:41,900 --> 00:06:51,170 y პლუს 150 180-ია, ანუ y 30 გრადუსია. 93 00:06:51,170 --> 00:06:55,780 ანუ ეს უდრის 30-ს. 94 00:06:55,780 --> 00:06:59,980 ეს 30 გრადუსია, ეს დიდი კუთხე კი 86. 95 00:06:59,980 --> 00:07:14,250 ჩვენი მიზანია x-ის გაგება. x ტოლი იქნება 86-ს, ანუ დიდ კუთხეს მინუს 30. 96 00:07:14,250 --> 00:07:17,870 x იქნება 50 გრადუსი. 97 00:07:17,870 --> 00:07:19,860 ძალიან მარტივი ამოცანა გამოგვივიდა. 98 00:07:19,860 --> 00:07:22,260 ვნახოთ, სხვა გზითაც თუ შეგვეძლო ამოხსნა. 99 00:07:22,260 --> 00:07:28,543 მოდით, დავივიწყოთ, რომ უკვე ამოვხსენით ამ გზით. 100 00:07:28,543 --> 00:07:33,660 ეს ამ 122-გრადუსიანი კუთხის მოსაზღვრე კუთხეა, 101 00:07:33,660 --> 00:07:37,230 ანუ მათი ჯამი 180-ია. 102 00:07:37,230 --> 00:07:46,420 ამას პლუს 122 180-ია, ანუ ეს კუთხე 58 გრადუსია. 103 00:07:46,420 --> 00:07:47,830 ამას პლუს ეს 180-ია. 104 00:07:47,830 --> 00:07:49,040 ეს გავიგეთ. 105 00:07:49,040 --> 00:07:52,200 ამასაც თუ გავიგებთ, მაშინ ამ სამკუთხედს გამოვიყენებთ. 106 00:07:52,200 --> 00:07:54,800 როგორ უნდა გავიგოთ ეს კუთხე? 107 00:07:54,800 --> 00:08:02,340 დავუბრუნდეთ ამ დიდ სამკუთხედს. 108 00:08:02,340 --> 00:08:06,540 ეს კუთხე ვიცით, ესეც ვიცით და შეგვიძლია, ეს გავიგოთ. 109 00:08:06,540 --> 00:08:08,410 დავარქვათ z. 110 00:08:08,410 --> 00:08:18,630 z პლუს ეს კუთხე, ანუ 28, პლუს ეს დიდი კუთხე, ანუ 86 უდრის 180-ს. 111 00:08:18,630 --> 00:08:26,070 ანუ z პლუს 114 180-ს უდრის. 112 00:08:26,070 --> 00:08:31,360 ანუ z უდრის 66 გრადუსს. 113 00:08:31,360 --> 00:08:33,820 იმედი მაქვს, რომ სწორად გამოვთვალე. 114 00:08:33,820 --> 00:08:35,580 z 66-ია. 115 00:08:35,580 --> 00:08:41,000 Z 66-ია, ეს კუთხე 58-ია და შეგვიძლია, რომ 116 00:08:41,000 --> 00:08:47,960 ამ სამკუთხედით გავიგოთ x-ის მნიშვნელობა. 117 00:08:47,960 --> 00:09:00,842 x პლუს 66 პლუს 58 180-ია. 118 00:09:00,842 --> 00:09:04,370 მგონი, სადღაც რაღაც შეცდომა დავუშვი შეკრებაში. 119 00:09:04,370 --> 00:09:08,080 x უდრის-- მოდით, ვნახოთ: 120 00:09:08,080 --> 00:09:13,600 66-ს პლუს 58 110-სპლუს 14-ია. 121 00:09:13,600 --> 00:09:17,110 ანუ 180-ს მინუს 124. 122 00:09:17,110 --> 00:09:21,600 x უდრის 56 გრადუსს. 123 00:09:21,600 --> 00:09:23,350 სწორი პასუხი მივიღეთ. 124 00:09:23,350 --> 00:09:24,500 არასწორად დავინახე და 50 მეგონა ეს, 125 00:09:24,500 --> 00:09:26,790 თურმე 56 ყოფილა, ყველაფერი სწორია, 86-ს მინუს 30. 126 00:09:26,790 --> 00:09:29,150 x 56 გრადუსია. 127 00:09:29,150 --> 00:09:30,420 ორი სხვადასხვა გზით ამოვხსენით. 128 00:09:30,420 --> 00:09:34,990 ამის ჩვენება მინდოდა. 129 00:09:34,990 --> 00:09:36,900 ორი განსხვავებული გზით ამოვხსენით, მე სწორად ვკრებდი და 130 00:09:36,900 --> 00:09:40,940 ვაკლებდი და თქვენც ზუსტად იგივე პასუხი მიიღეთ. 131 00:09:40,940 --> 00:09:47,120 იმედია, მოგეწონათ კუთხეებით თამაში და თქვენს მეგობრებთან ერთად ითამაშებთ. 132 00:09:47,120 --> 00:09:49,030 დროებით.