მოგესალმებით მენდელეის სასწავლო კურსზე
ამ ვიდეოში თქვენ ისწავლით ბიბლიოთეკის ორგანიზებას
მენდელეის დესკტოპ ვერსიას სხვადასხვა ინტუიტიური კომპონენტი გააჩნია
ცენტრალური პანელი გიჩვენებთ ყველა თქვენს მიერ ატვირთულ დოკუმენტს, რომლებიც ორგანიზებულია ავტორის, სახელწოდების, გამოცემის წელის ან სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიხედვით.
თქვენთვის სასურველი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შესაბამის ჰედერზე დაკლიკებით
მოცემული სიმბოლოები მიუთითებს იმას, მიმაგრებულია თუ არა ჩანაწერთან ფაილი და თუ რა ტიპის ფაილია მიმაგრებული
აქ ჩვენ გვაქვს PDF, Word დოკუმენტები და მხოლოდ ბიბლიოგრაფიული ჩანაწერები მიმაგრებული დოკუმენტების გარეშე. მათი სორტირება მარტივადაა შესაძლებელი აქ დაკლიკებით.
PDF მიმაგრებული ფაილის ჩანაწერზე ორჯერ დაკლიკებით თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გახსნათ დოკუმენტი მენდელეის PDF წამკითხველში
აქ თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ დოკუმენტი
მონიშნოთ ტექსტი
დაწეროთ კომენტარები და შენიშნვნები
თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ მონიშვნები და კომენტარები შესაბამის ადგილებზე და ველებზე ორჯერ დაკლიკებით
მოდით, გახსნილი დავტოვოთ PDF წამკითხველი და დავუბრუნდეთ მთავარ ინტერფეისს
ინტერფეისის ცენტრალურ პანელში ჩვენ შეგვიძლია მოვნიშნოთ ფავორიტი ჩანაწერები, მწვანე სიმბოლო კი აქამდე გაუხსნელ ჩანაწერებზე მიუთითებს
ჩვენ მოცემული კატეგორიებითაც შეგვიძლია სორტირება შესაბამის ჰედერებზე დაკლიკების მეშვეობით
ზედა მარცხენა პანელი 'My Library and Groups' გვიჩვენებს ჩვენს ბიბლიოთეკას და ჯგუფებს და მათში შემავალ ფოლდერებს
ერთი ფოლდერიდან მეორეში გადასავლელად უბრალოდ დააკლიკეთ შესაბამის ფოლდერზე
ახალი ფოლდერის შესაქმნელად დააკლიკეთ ჩანაწერზე 'Create Folder'
დაარქვით ფოლდერს სახელი
და შემდეგ ჩააგდეთ ჩანაწერები ამ ფოლდერში. ფოლდერების შექმნა დაგეხმარებათ უფრო მეტ ორგანიზებულობაში
ჯგუფების შესახებ მენდელეის სასწავლო კურსის სხვა ეპიზოდში ვისაუბრებთ
ზუსტად ქვემოთ თქვენ დაინახავთ ფილტრაციის პანელს, რომელიც დაგეხმარებათ გაფილტროთ თქვენი ბიბლიოთეკა ავტორის საკვანძო სიტყვებით, ავტორებით, თეგებით და პუბლიკაციების მიხედვით
უბრალოდ დააკლიკეთ ჩამოსაშლელ მენიუზე და აირჩიეთ ის ფილტრი, რომლის გამოყენებაც გსურთ
მოდით გავფილტროთ ავტორის საკვანძო სიტყვების მიხედვით
ახლა ჩვენ შეგვიძლია ის საკვანძო სიტყვები შევარჩიოთ, რომლებიც გვაინტერესებს და შედეგად ცენტრალურ პანელში გამოჩნდება ამ საკვანძო სიტყვებთან ასოცირებული ჩანაწერები ჩვენი ბიბლიოთეკიდან
მარჯვენა პანელი გვიჩვენებს დეტალებს ჩვენს ბიბლიოთეკაში არსებული ჩანაწერების შესახებ, მათ შორის იმ მეტამონაცემებს, რომელთაც მენდელეი იღებს ჩანაწერებიდან
მხოლოდ დააკლიკეთ ჩანაწერზე და თქვენ მარჯვენა პანელში იხილავთ სახელწოდებას, ჟურნალს, წელს, აბსტრაქტს, საკვანძო სიტყვებს და მრავალ სხვა ინფორმაციას
დაამატეთ საკუთარი თეგები შესაბამის ველზე დაკლიკების საშუალებით
ამავე გზით შეგიძლიათ მარჯვენა პანელში არსებული ნებისმიერი სხვა ველის რედაქტირება
და ბოლოს, თქვენ შეგიძლიათ თქვენს ჩანაწერებს შენიშვნები დაურთოთ მარჯვენა პანელში გვერდით ტაბში გადასვლის მეშვეობით