1 00:00:00,000 --> 00:00:09,972 დღეს, როგორც შეგპირდით, განვიხილავთ ამოცანებს პითაგორას თეორემაზე 2 00:00:09,972 --> 00:00:12,659 ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია 3 00:00:12,659 --> 00:00:26,289 დავხატოთ მართი სამკუთხედი 4 00:00:26,289 --> 00:00:33,825 ეს მახინჯია, მოდი ოდნავ ნაკლებად მახინჯ სამკუთხედს დავხატავ 5 00:00:33,825 --> 00:00:39,750 ამ გვერდის სიგრძეა შვიდი, ამ გვერდის სიგრძე კი არის ექვსი 6 00:00:39,750 --> 00:00:42,083 და უნდა გავიგოთ ეს გვერდი 7 00:00:42,083 --> 00:00:46,792 ამ გვერდებიდან რომელი იქნება ჰიპოტენუზა? 8 00:00:46,792 --> 00:00:50,792 მართი კუთხის მოპირდაპირე გვერდი არის ჰიპოტენუზა, ანუ ეს 9 00:00:50,792 --> 00:00:54,321 და ჩვენ სწორედ ამ ჰიპოტენუზის გაგება გვსურს 10 00:00:54,321 --> 00:01:02,619 ექვსის კვადრატს პლუს შვიდის კვადრატი უდრის ჰიპოტენუზის კვადრატს 11 00:01:02,619 --> 00:01:09,964 ჰიპოტენუზას C-თი აღვნიშნავ 12 00:01:09,964 --> 00:01:16,364 36-ს პლუს 49 უდრის C კვადრატს 13 00:01:16,364 --> 00:01:24,421 85 უდრის C კვადრატს 14 00:01:24,421 --> 00:01:30,403 ანუ C უდრის ფესვს 85-იდან 15 00:01:30,403 --> 00:01:34,608 ხშირად ყველაზე რთული რადიკალის გამარტივებაა ხოლმე 16 00:01:34,608 --> 00:01:42,410 შეგვიძლია თუ არა 85-ის ისე დაშლა, რომ სრული კვადრატი მივიღოთ ნამრავლში? 17 00:01:42,410 --> 00:01:48,727 85 არ იყოფა ოთხზე, შესაბამისად, ის არ გაიყოფა ოთხის ჯერადებზეც 18 00:01:48,727 --> 00:02:01,724 არამგონია, რომ შეიძლებოდეს 85-ის ისე დაშლა, რომ 19 00:02:01,724 --> 00:02:04,022 მივიღოთ სრული კვადრატის და რაიმე რიცხვის ნამრავლი 20 00:02:04,022 --> 00:02:09,017 ამიტომ, შეიძლება ვცდებოდე, თუმცა 21 00:02:09,017 --> 00:02:14,661 როგორც ვხვდები, პასუხი უკვე გვაქვს პასუხი არის ფესვი 85-იდან 22 00:02:14,661 --> 00:02:17,841 მაგრამ მოდი მივაახლოვოთ, თუ რას უდრის ეს 23 00:02:17,841 --> 00:02:23,223 81-ის ფესვი არის ცხრა 100-ის ფესვი კი არის 10 24 00:02:23,223 --> 00:02:28,374 ამიტომ ეს რიცხვი მდებარეობს სადღაც 10-სა და ცხრას შორის, ცხრასთან ახლოს 25 00:02:28,374 --> 00:02:35,029 სადაც ეს ექვსია და ეს შვიდი, ცხრა მთელი რაღაცა ლოგიკურად ჟღერს 26 00:02:35,029 --> 00:02:37,532 მოდი სხვა ამოცანაზე გადავიდეთ 27 00:02:37,532 --> 00:02:44,308 დავხაზოთ სამკუთხედი 28 00:02:44,308 --> 00:02:50,221 ეს გვერდი იყოს 10 ეს კი სამი 29 00:02:50,221 --> 00:02:52,743 და უნდა გავიგოთ ეს გვერდი 30 00:02:52,743 --> 00:02:55,120 ჯერ დავადგინოთ, თუ რომელია ჰიპოტენუზა 31 00:02:55,120 --> 00:02:58,209 მართი კუთხის მოპირდაპირე გვერდი იქნება ჰიპოტენუზა 32 00:02:58,209 --> 00:03:01,135 ჰიპოტენუზა არის 10 33 00:03:01,135 --> 00:03:06,363 10-ის კვადრატი უდრის დანარჩენი ორი გვერდის კვადრატების ჯამს 34 00:03:06,363 --> 00:03:13,023 ამ გვერდს A დავარქვათ უდრის სამის კვადრატს პლუს A-ს კვადრატი 35 00:03:13,023 --> 00:03:19,088 100 უდრის ცხრას პლუს A-ს კვადრატი 36 00:03:19,088 --> 00:03:29,175 A-ს კვადრატი უდრის 100-ს მინუს ცხრას 37 00:03:29,175 --> 00:03:33,412 A-ს კვადრატი უდრის 91-ს 38 00:03:33,412 --> 00:03:38,486 ანუ A უდრის ფესვს 91-იდან 39 00:03:38,486 --> 00:03:43,499 მგონია, რომ ამის გამარტივებაც არ შეიძლება საინტერესოა, 91 მარტივი რიცხვია? 40 00:03:43,499 --> 00:03:47,371 არ ვარ დარწმუნებული, მგონია რომ ამ ამოცანას მოვრჩით 41 00:03:47,371 --> 00:03:58,831 გადავიდეთ ახალ ამოცანაზე, სადაც ვეცდები ყველაფერი უფრო გავართულო 42 00:03:58,831 --> 00:04:08,281 დავუშვათ, მაქვს მართი სამკუთხედი 43 00:04:08,281 --> 00:04:15,434 პითაგორას თეორემა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენო,როცა მართი სამკუთხედი გაქვს 44 00:04:15,434 --> 00:04:18,976 ამ შემთხვევაში კი ვიცით, რომ ეს მართი სამკუთხედია 45 00:04:18,976 --> 00:04:22,698 ამ გვერდის სიგრძე იყოს ხუთი 46 00:04:22,698 --> 00:04:31,170 ეს კუთხე კი იყოს 45 გრადუსის ტოლი 47 00:04:31,170 --> 00:04:35,170 შეგვიძლია თუ არა ამ სამკუთხედის დანარჩენი ორი გვერდის გაგება? 48 00:04:35,170 --> 00:04:40,251 პითაგორას თეორემას პირდაპირ ვერ გამოვიყენებთ, რადგან 49 00:04:40,251 --> 00:04:44,633 მის მიხედვით უნდა ვიცოდეთ ორი გვერდი, რომ მესამეც გამოვთვალოთ 50 00:04:44,633 --> 00:04:48,398 აქ გვაქვს მართი სამკუთხედი და მხოლოდ ერთი გვერდი ვიცით 51 00:04:48,398 --> 00:04:50,895 ამიტომ დანარჩენ ორს ჯერ ვერ გამოვთვლით 52 00:04:50,895 --> 00:04:56,306 თუმცა, შეგვიძლია ამ კუთხის გამოყენება ერთ-ერთი გვერდის გასაგებად 53 00:04:56,306 --> 00:04:59,090 და შემდეგ შეგვეძლება პითაგორას თეორემის გამოყენება 54 00:04:59,090 --> 00:05:08,828 ვიცით, რომ სამკუთხედის კუთხეთა ჯამი არის 180 გრადუსი 55 00:05:08,828 --> 00:05:20,018 ამიტომ მოდი გავიგოთ თუ რას უდრის ეს კუთხე 56 00:05:20,018 --> 00:05:23,246 ვიცით, რომ ეს კუთხე არის 90, ეს კი 45 გრადუსი 57 00:05:23,246 --> 00:05:30,912 ამ კუთხეს x დავარქვათ 58 00:05:30,912 --> 00:05:40,592 45-ს პლუს 90 პლუს x უდრის 180 გრადუსს 59 00:05:40,592 --> 00:05:45,003 ეს იმიტომ, რომ სამკუთხედის კუთხეთა ჯამი სულ უდრის 180 გრადუსს 60 00:05:45,003 --> 00:05:55,853 135-ს პლუს x უდრის 180-ს 61 00:05:55,853 --> 00:06:00,623 ორივე მხარეს 135 გამოვაკლოთ x უდრის 45 გრადუსს 62 00:06:00,623 --> 00:06:05,249 საინტერესოა, რადგან x-იც 45 გრადუსი აღმოჩნდა 63 00:06:05,249 --> 00:06:10,502 გვაქვს ერთი 90-გრადუსიანი კუთხე და ორი 45-გრადუსიანი კუთხე 64 00:06:10,502 --> 00:06:17,962 ახლა გეტყვით კიდევ ერთ თეორემას, რომელიც არ არის დარქმეული იმ კაცის საპატივცემულოდ 65 00:06:17,962 --> 00:06:25,289 ამ თეორემას ალბათ სახელი არც აქვს, თუმცა ფაქტია, რომ 66 00:06:25,289 --> 00:06:30,430 თუ გვაქვს სამკუთხედი-- ახალს დავხატავ აქ 67 00:06:30,430 --> 00:06:36,097 სადაც ფუძის მოსაზღვრე ორი კუთხე ერთმანეთის ტოლია 68 00:06:36,097 --> 00:06:41,150 ორივეს a დავარქვათ 69 00:06:41,150 --> 00:06:44,496 მაშინ ის გვერდები, რომლებსაც ეს კუთხეები ერთმანეთთან არ იზიარებენ 70 00:06:44,496 --> 00:06:46,720 ეს კუთხეები მხოლოდ ამ გვერდს იზიარებენ 71 00:06:46,720 --> 00:06:51,770 ის გვერდები, რომლებსაც არ იზიარებენ იქნებიან ერთმანეთის ტოლი 72 00:06:51,770 --> 00:07:00,913 დამავიწყდა, თუ რა ქვია ოფიციალურად ამ წესს 73 00:07:00,913 --> 00:07:04,173 და ეს ლოგიკურიცაა, ალბათ ჩემი თქმაც არ იყო საჭირო 74 00:07:04,173 --> 00:07:11,858 რომ შევცვალო რომელიმე კუთხე, მაშინ შესაბამისი გვერდის სიგრძეც შეიცვლება 75 00:07:11,858 --> 00:07:19,227 ვიზუალურადაც ჩანს, რომ თუ ესორი გვერდი ერთმანეთის ტოლია 76 00:07:19,227 --> 00:07:21,610 მაშინ ეს ორი კუთხეც ტოლი იქნება 77 00:07:21,610 --> 00:07:31,638 თუ შეცვლიდი რომელიმე გვერდის სიგრძეს მაშინ კუთხეებიც შეიცვლებოდა 78 00:07:31,638 --> 00:07:38,575 თუ სამკუთხედის ორი კუთხე ტოლია, მაშინ გვერდები, რომლებსაც არ იზიარებენ 79 00:07:38,575 --> 00:07:40,910 ასევე ტოლები იქნებიან 80 00:07:40,910 --> 00:07:48,619 არა ის გვერდი რომელსაც იზიარებენ, არამედ ისინი, რომლებსაც არ იზიარებენ 81 00:07:48,619 --> 00:07:54,410 აქ გვაქვს ორი ტოლი კუთხე, ორივე 45-გრადუსიანია 82 00:07:54,410 --> 00:08:01,674 ამ გვერდს ისინი იზიარებენ 83 00:08:01,674 --> 00:08:04,963 ანუ გვერდები, რომლებსაც არ იზიარებენ იქნებიან ტოლები 84 00:08:04,963 --> 00:08:08,620 ეს გვერდი იქნება ამ გვერდის ტოლი 85 00:08:08,620 --> 00:08:19,700 ანუ ეს გვერდიც ხუთის ტოლი იქნება 86 00:08:19,700 --> 00:08:23,054 ახლა უკვე გამოვიყენოთ პითაგორას თეორემა 87 00:08:23,054 --> 00:08:28,553 ვიცით, რომ ეს არის ჰიპოტენუზა 88 00:08:28,553 --> 00:08:37,773 ხუთის კვადრატს პლუს ხუთის კვადრატი უდრის C-ს კვადრატს 89 00:08:37,773 --> 00:08:43,303 ანუ 50 უდრის C-ს კვადრატს 90 00:08:43,303 --> 00:08:50,089 C უდრის ფესვს 50-იდან 50 არის ორჯერ 25, ამიტომ 91 00:08:50,089 --> 00:08:55,858 C უდრის ხუთს გამრავლებული ორის ფესვზე 92 00:08:55,858 --> 00:09:02,817 შეიძლება ზედმეტად ბევრი ინფორმაცია გადმოგეცით, იმედია არ დაიბენით 93 00:09:02,817 --> 00:09:11,733 შემდეგ ვიდეოში ასეთი ტიპის სამკუთხედზე გესაუბრებით 94 00:09:11,733 --> 00:09:14,449 მას ჰქვია 45-45-90 სამკუთხედი 95 00:09:14,449 --> 00:09:19,746 აქვს ორი 45-გრადუსიანი და ერთი 90-გრადუსიანი კუთხე 96 00:09:19,746 --> 00:09:35,810 და განახებ ასეთ სამკუთხედში გვერდების გაგების მარტივ მეთოდს