გვთხოვენ,
გამოვთვალოთ გამოსახულება,
a-ს კვადრატს
დამატებული 10b, გამოკლებული 8,
როცა a უდრის
შვიდს და b უდრის უარყოფით ოთხს.
რომ გამოვთვალოთ
გამოსახულება, ნამდვილად გვჭირდება
a შევცვალოთ შვიდით
და b შევცვალოთ უარყოფითი ოთხით.
რადგან გვეუბნებიან, გამოვთვალოთ ეს,
როცა a უდრის
შვიდს და b უდრის უარყოფით ოთხს.
მოდით, გავაკეთოთ.
ყველგან, სადაც a-ს ვხედავთ
გამოსახულებაში, უნდა ჩავსვათ 7.
a-ს
კვადრატის ნაცვლად, უნდა დავწეროთ
შვიდის
კვადრატს დამატებული ათჯერ b.
მაგრამ b-ს ნაცვლად აქ
ჩავანაცვლებთ უარყოფითი ოთხით.
ასე რომ, ათჯერ
უარყოფითი 4, b-ს ნაცვლად, აი, აქ.
შემდეგ გვაქვს გამოკლებული 8. ახლა
უბრალოდ უნდა გამოვთვალოთ ეს.
შვიდი კვადრატში
არის 49 და ათჯერ უარყოფითი 4,
დაიმახსოვრეთ
მოქმედებების თანმიმდევრობა.
გამრავლება ხდება დამატებამდე,
ამიტომ, უნდა გავამრავლოთ ეს.
ათჯერ უარყოფითი 4 არის უარყოფითი
40. ამას დამატებული უარყოფითი 40,
და
შემდეგ გვაქვს გამოკლებული 8, აი, აქ.
ამგვარად, მივიღეთ
49-ს დამატებული უარყოფითი 40,
რაც არის იგივე
49-ს გამოკლებული 40, იქნება ცხრა.
შემდეგ 8 უნდა
გამოვაკლოთ ამას. და მივიღებთ ერთს.
49-ს გამოკლებული
40 არის 9 და გამოკლებული 8 არის 1.
ჩვენ დავასრულეთ.
ჩვენ გამოვთვალეთ გამოსახულება,
როცა a უდრის
შვიდს და b უდრის უარყოფით ოთხს.