[სტენფორდის უნივერსიტეტი www.stanford.edu] პროგრამას წარმოგიდგენთ სტენფორდის უნივერსიტეტი. გთხოვთ გვეწვიოთ stanford.edu [აპლოდისმენტები] დიდი მადლობა. [სტივ ჯობსი - Apple-ს და Pixar-ს აღმასრულებელი დირექტორი] დიდი პატივია, რომ თქვენთან ერთად ვარ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის გამოსაშვებ ცერემონიაზე. [ოვაციები] სიმართლე რომ გითხრათ, მე არ დამიმთავრებია კოლეჯი და არასოდეს ვყოფილვარ ასე ახლოს კოლეჯის გამოსაშვებ ცერემონიასთან. [სიცილი] დღეს მინდა მოგიყვეთ 3 ამბავი ჩემი ცხოვრებიდან. სულ ეს არის: მხოლოდ 3 ამბავი პირველი ამბავი ეხება წერტილების დაკავშირებას. სწავლის დაწყებიდან 6 თვეში, Reed-ის კოლეჯიდან გამრიცხეს მაგრამ მომდევნო 18 თვე მაინც დავდიოდი ლექციებზე სანამ საერთოდ არ დავანებე თავი. ჰოდა, რატომ გამომაგდეს? ყველაფერი დაიწყო სანამ მე გავჩნდებოდი. ჩემი ბიოლოგიური დედა ახალგაზრდა, გაუთხოვარი კურსდამთავრებული იყო, და მან გადაწყვიტა ჩემი გაშვილება. მას მიაჩნდა, რომ უნდა ავეყვანე მშობლებს უმაღლესი განათლებით. ასე რომ ყველაფერი წინასწარ მზად იყო დაბადებისთანავე იურისტების ოჯახს რომ შვილად ავეყვანე. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს რომ სინამდვილეში სურდათ გოგო. ასე რომ ჩემს პოტენციურ მშობლებთან, შუა ღამეს გაისმა ზარი, შეკითხვით: "მოულოდნელად ჩვენ გვყავს ბიჭი, აიყვანთ მას"? მათ უპასუხეს: "რათქმაუნდა" მოგვიანებით ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ გაარკვია, რომ დედაჩემს არასოდეს დაუმთავრებია კოლეჯი და მამაჩემს არასოდეს დაუმთავრებია საშუალო სკოლა. მან უარი განაცხადა ხელი მოეწერა საბოლოო გაშვილების დოკუმენტზე. მან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გადაიფიქრა, როდესაც ჩემმა მშობლებმა პირობა დაუდეს, რომ მე ვისწავლიდი კოლეჯში. ასეთი იყო ჩემი ცხოვრების დასაწყისი. და 17 წლის შემდეგ მოვხვდი კოლეჯში. მაგრამ მე გულუბრყვილოდ ავირჩიე კოლეჯი, რომელიც თითქმის ისეთივე ძვირადღირებული იყო როგორც სტენფორდი და ჩემი საშუალო შემოსავლის მქონე მშობლების მთელი დანაზოგი დაიხარჯა ჩემს კოლეჯში სწავლაზე 6 თვის შემდეგ, მე ვერ დავინახე ამაში რაიმე ღირებული. წარმოდგენა არ მქონდა, რა მინდოდა ცხოვრებაში და როგორ მომეხმარებოდა კოლეჯი ამის გარკვევაში მე ხომ კოლეჯზე ვხარჯავდი ჩემი მშობლების მთელი ცხოვრების დანაზოგს. ამიტომ გადავწყვიტე, დავანებო სწავლას თავი და დავიჯერო რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. მაშინ ეს საკმაოდ საშიშად მეჩვენებოდა, მაგრამ ეხლანდელი გადმოსახედიდან, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება რაც კი ოდესმე მიმიღია. [სიცილი] როგორც კი სავალდებულო საგნების სწავლას, რომლებიც არ მაინტერესებდა, თავი დავანებე, დავიწყე იმ საგნების სწავლა, რომლებიც უფრო მაინტერესებდა. ყველაფერი ასე მარტივად არ იყო. მე არ მქონდა ოთახი საერთო საცხოვრებელში, ამიტომ იატაკეზე მეძინა მეგობრის ოთახში. კოკა-კოლის ბოთლებს ვაბერებდი 5 ცენტად, რომ საჭმელი მეყიდა. ყოველ კვირა საღამოს 7 მილს გავდიოდი ქალაქში ფეხით, რათა კარგი ვახშამი მეჭამა ჰარე კრიშნას ტაძარში. ძალიან მომწონდა ბევრი რამ, რასთანაც მიმიყვანდა ჩემი ცნობისმოყვარეობა და ინტუიცია, შემდეგ ფასდაუდებელი აღმოჩნდებოდა. ნება მომეცით ერთი მაგალითი გითხრათ: რიდის კოლეჯი იმ დროს სთავაზობდა, კალიგრაფიის ალბათ საუკეთესო გაკვეთილებს ქვეყანაში. მთელ კამპუსში ყოველი პოსტერი, ყოველი აბრა ყოველი ნახატი, ლამაზი ხელწერით იყო შესრულებული. იმის გამო, რომ გამრიცხეს და არ მევალებოდა სავალდებულო ლქციებზე სიარული, გადავწყვიტე კალიგრაფიის კურსი გამევლო, რათა მესწავლა ამის კეთება. მე გავიგე serif და sans serif ფონტებზე, ასოების სხვადასხვა კომბინაციებს შორის რა მანძილი უნდა იყოს. რატომ არის კარგი ტიპოგრაფია, კარგი. ეს იყო ისეთი ლამაზი, ისტორიული და დახვეწილი, რომ მეცნიერება ვერ მოიცავდა მას, და მე მოხიბლული ვიყავი ამით. არ მქონდა იმედი, რომ აქედან რამე გამომადგებოდა ცხოვრებაში. მაგრამ ათი წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ვქმნიდით მაკინტოშის პირველ კომპიუტერს, ამ ყველაფერმა შეიძინა მნიშვნელობა. და ეს ყველაფერი Mac-ში გავაკეთეთ. ეს იყო პირველი კომპიუტერი ლამაზი ტიპოგრაფიით. თუ კოლეჯში ამ ერთადერთ კურსზე არ ჩავეწერებოდი, Mac-ს არასდროს ექნებოდა სხვადასხვა სახის ან პროპორციულად დაშორებული ფონტები. და ვინაიდან Windows-მა უბრალოდ გადმოაკოპირა Mac-სგან, სავარაუდოდ, არცერთ პერსონალურ კომპიუტერს არ ექნებობდა ეს. [სიცილი და აპლოდისმენტები] თუ მე არ გამრიცხავდნენ, არ ჩავეწერებოდი ამ კალიგრაფიის კურსზე, და პერსონალურ კომპიუტერებს შეიძლება არ ჰქონოდათ ის შესანიშნავი ტიპოგრაფია, რაც აქვთ. რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო ამის წინასწარმეტყველება, როდესაც კოლეჯში ვიყავი. მაგრამ ეს ძალიან, ძალიან მკაფიოდ ჩანდა ათი წლის შემდეგ, წარსულს რომ ვუყურებდი. ხაზს ვუსვავ, ასეთ რამეებს ვერ განჭვრიტავ მომავალში. მათი დანახვა მხოლოდ წარსულში ყურებით შეიძლება. ასე, რომ თქვენ უნდა გჯეროდეთ, რომ წერტილები რაღაცნაირად დააკავშირდება ერთმანეთთან თქვენს მომავალში. თქვენ უნდა გჯეროდეთ, რამესი - უნარის, ბედის, ცხოვრების, კარმის, რამესი. რადგან იმის რწმენა, რომ დროთა განმავლოავში წერტილები დაკავშირდება, მოგცემთ თავდაჯერებულობას მიჰყვეთ თქვენს ოცნებას. მაშინაც კი, როდესაც თქვენ უხვევთ გაკაფული გზიდან, ამით მოახდენთ ცვლილებას. ჩემი მეორე ისტორია სიყვარულსა და დანაკარგზეა. გამიმართლა - ადრევე ვიპოვე ის, რისი კეთებაც მიყვარდა. ვოზმა და მე დავაფუძნეთ Apple ჩემი მშობლების ავტოფარეხში, როდესაც 20-ის ვიყავით. ბევრს ვმუშაობდით, და 10 წელიწადში Apple გადაიზრდა, ავტოფარეხში მომუშავე ორი კაციდან, $ 2 მილიარდიან კომპანიაში, 4000-ზე მეტი თანამშრომლით. ჩვენი პირველი ქმნილება "მაკინტოშის" გამოშვებიდან ერთ წელიწადში, მე გავხდი 30-ის და შემდეგ სანმსახურიდან გამიშვეს. როგორ შეიძლება გაგიშვან კომპანიიდან რომელიც შენ დაარსე? ნუ, Apple რომ გაიზარდა ავიყვანეთ ადამიანი, რომელიც მეგონა, იყო ძალიან ნიჭიერი, რომ ერთად გვემართა კომპანია და სადღაც ერთი წელი ყველაფერი კარგად მიდიოდა. მაგრამ შემდეგ ჩვენი მომავლის ხედვები გაიყო და საბოლოო ჯამში ჩვენს შორის მოხდა განხეთქილება. როდესაც ეს მოხდა, დირექტორთა საბჭომ მისი მხარი დაიჭირა. და ასე რომ 30 წლის ასაკში გარეთ აღმოვჩნდი. გამოგდებული ყველას დასანახად ყველაფერი რაც ჩემი ზრდასრული ცხოვრების მიზანი იყო გაქრა, ეს დამანგრეველი იყო. რამდენიმე თვის განმავლობაში არც კი ვიცოდი რა მექნა. ვგრძნობდი თითქოს, წინა თაობის მეწარმეებს იმედი გავუცრუე - და თითქოს ხელიდან გამივარდა ჯოხი, რომელიც ესტაფეტით გადმომცეს. მე შევხვდი David Packard-ს და Bob Noyce-ს და ვცდილობდი ბოდიში მომეხადა რომ ასე ძლიერად ჩავფლავდი. ეს მეტისმეტად საჯარო მარცხი იყო, და იმაზეც ვფიქრობდი, რომ Silicon Valley-დან გაქცეულვიყავი. მაგრამ ნელ ნელა ღაღაცა ნათდებოდა ჩემში - მე მაინც მიყვარდა ის, რასაც ვაკეთებდი. Apple-ში მოვლენების ცვლილებამ, ოდნავაც არ შეცვალა ჩემში რამე. მე უკვე უარყო, მაგრამ მე მაინც შეყვარებული ვიყავი. მე უარყოფილი ვიყავი, მაგრამ მე მაინც ვუყვარდი ხალხს. და მე გადავწყვიტე, თავიდან დამეწყო. მაშინ ამას ვერ ვხედავდი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა Apple-იდან განთავისუფლება იყო საუკეთესო რამ რაც კი შეიძლება დამმართნოდა. წარმატების შეგრძნების სიმძიმე, შეიცვალა ახალბედათ ყოფნის სიმსუბუქით, როდესაც ნაკლებად დარწმუნებული ხარ ყველაფერში. ამან თავისუფლება მომცა, ჩემი ცვოვრების ყველაზე შემოქმედებითი პერიოდის დასწყებათ. შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში, მე დავაფუძნე კომპანია NeXT, და სხვა კომპანია სახელად Pixar, და შემიყვარდა არაჩვეულებრივი ქალბატონი რომელიც გახდა ჩემი მეუღლე. Pixar-მა შექმნა მსოფლიოში პირველი კომპიუტერული ანიმაცია, სათამაშოთა ისტორია, და ეხლა ის არის ყველაზე წარმატებული ანიმაციური სტუდია მსოფლიოში. [ტაში და ოვაციები] რიგი შესანიშნავი მოვლენების შედეგად Apple-მა იყიდა NeXT და მე დავბრუნდი Apple-ში და ტექნოლოგია რომელიც ჩვენ განვავითარეთ NeXT-ში არის Apple-ს ამჟამინდელი რენესანსის საფუძველში. და მე და ლორენს, არაჩვეულებრივი ოჯახი გვყავს. დარწმუნებული ვარ, არაფერი ეს არ მოხდებოდა, Apple-დან რომ არ გავეთავისუფლებინე. ამ წამალას საშინელი გემო ჰქონდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ პაციენტს ეს სჭირდებოდა. ზოგჯერ ცხოვრება თავში აგურს ჩაგარტყავს. არ დაკარგოთ რწმენა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთადერთი, რამ რაც გამაძლევინა ის იყო, რომ მიყვარდა რასაც ვაკეთებდი. თქვენ უნდა იპოვოთ ის რაც გიყვართ. და ესივე მართალია თქვენი სამუშაოსთვის, როგორც შეყვარებულის. თქვენი სამუშაო დაიკავებს ცხოვრების დიდ დროს და ერთადერთი გზა ნამდვილად იყო კმაყოფილი, არის იმის კეთება რაც ღირებულ საქმედ მიგაჩნია. და ერთადერთი გზა დიადი საქმის კეთების არის იმის სიყვარულით რასაც აკეთებ. თუ ჯერ არ გიპოვიათ, გააგრძელედ ძებნა და არ მოისვენოთ. როცა იპოვით, გული გიკარნახებთ რომ ის არი. და, როგორც ნებისმიერი კარგი ურთიერთობა, რაც წლები გადის ის მხოლოდ უკეთესი და უკეთესი. გააგრძელეთ ძებნა. არ მოისვენოთ. [აპლოდისმენტები] ჩემი მესამე ისტორია სიკვდილზეა. როდესაც 17-ს ვიყავი, წავიკითხე ციტატა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: "თუ ყოველ დღეს ისე იცხოვრებ, თითქოს ის უკანასკნელია, ოდესმე მართალი აღმოჩნდები." [სიცილი] ამან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა და მას შემდეგ, უკანსკნელი 33 წლის განმავლობაში, ყოველ დილით სარკეში ვიყურები და საკუთარ თავს ვეკითხები: "დღეს რომ ჩემი ცხოვრების ბოლო დღე ყოფილიყო, ვისურვებდი იმის გაკეთებას რასაც ვაპირებ?" და როდესაც კი ბევრ დღეს ზედიზედ პასუხი არი "არა", ვიცი რომ, უნდა შეცვალოს რაღაც. იმის გახსენება, რომ მალე მოვკვდები არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც კი ოდესმე მინახავს, ცვოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. რადგან თითქმის ყველაფერი - ყველა გარე მოლოდინები, მთელი სიამაყე, მთელი შიში სირცხვილის და წარუმატებლობის - - ეს ყველაფერი კარგავს მნიშვნელობას სიკვდილის წინაშე, და რჩება მხოლოდ ის, რაც მართლაც მნიშვნელოვანია. იმის გახსენება, რომ მოკვდები არის ყველაზე კარგი გზა რომელიც კი ვიცი, რათა აირიდო ფიქრები იმაზე, თითქოს გაქ დასაკარგი რამე. თქვენ უკვე შიშველი ხარ. არ არსებობს მიზეზი, რომ არ მიჰყვეთ თქვენს ოცნებას. დაახლოებით ერთი წლის წინ, მე კიბოს დიაგნოზი დამისვეს. მე მქონდა სკანირების დილით 7:30-ზე და პანკრეასზე სიმსივნე ნათლად ჩანდა. მე არც კი ვიცოდი რა იყო პანკრეასი. ექიმებმა საკმო დარწმუნებით მითხრეს, რომ ეს იყო ისეთი ტიპის კიბოს, რომელიც განუკურნებელი, და რომ არ უნდა მოველოდე 3-დან 6-თვემდე ცხოვრების მეტს არ უნდა მოველდოდე. ჩემი ექიმი მირჩია სახლში წავსულიყავი და დამელაგებინა საქმეებში, რაშიც, პრინციპში სიკვდილისთვის მომზადებას გულისხმობდა. ეს ნიშნავ, შემდეგ რამდენიმე თვეში უთხრა შვილებს ყველფერი, რის თქმასაც ფიქრობდი მოსწრებ 10 წლის განმავლობაში. ეს ნიშნავს, დარწმუნდე, რომ ყველაფერი მოგვარებულია ისე, რომ ეს იქნება მაქსიმაურლად მარტივი ოჯახითვის. ეს ნიშნავს, თქვა ნახვამდის. მთელი დღე გავატარე ამ დიაგნოზით. მოგვიანებით, საღამოს მქონდა ბიოფსია, ყელში ჩამისვეს ენდოსკოპი, კუჭის გავლით, ნაწლავებამდე, ნემსით სიმსივნის რადენიმე უჯრედები აიღეს ჩემი პანკრეასიდან. ნარკოზისქვეშ ვიყავი, მაგრამ ჩემმა მეუღლე, რომელიც იქ იყო, მითხრა, რომ როცა მიკროსკოპის ქვეშ დაათვალიერეს უჯრედები, ექიმები ტირილი დაიწყეს, იმიტომ, რომ ეს აღმოჩნდა ძალიან იშვიათი ფორმა პანკრეასის კიბოსი, რომელიც იკურნება ოპერაციით. მქონდა ოპერაცია და საბედნიეროდ, ეხლა კარგად ვარ. [აპლოდისმენტები] სიკვდილთან ყველაზე ახლო მაშინ ვიყავი და ვიმედოვნებ, მასეც დარჩება, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში. ეს რომ მაქ გადატანილი, შემიძლია ახლა გითხრათ, ოდნავ მეტი დარწმუნებით, ვიდრე მაშინ როცა სიკვიდლი იყო სასარგებლო, მაგრამ მხოლოდ ინტელექტუალური კონცეპტი: სიკვდილი არავის სურს. ის ადამიანებიც, რომელთაც სურთ სამოთხეში მოხვედრა არ უნდათ სიკვდილი, რათა იქ მოხვდნენ. მიუხედევად ყველაფრისა, სიკვდილი არის, რაც ყველას გვაქ საერთო. არავინ გაქცეულა მისგან. და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან სიკვდილი, ალბათ სიცოცხლის ერთადერთი საუკეთესო გამოგონებაა. ის არის ცხოვრების change agent. ის იშორებს ძველს, რათა გაათავისუფლოს ადგილი ახალისთვის. ახლა ახალი თქვენ, მაგრამ ოდესმე არ ისე დიდი ხნის შემდეგ, თქვენ თანდათანობით დაბერდებით და აღარ იქნებით. ბოდის გიხდით დრამატულობისთვი, მაგრამ ესაა სიმართლე. თქვენი დრო შეზღუდულია, ამიტომ არ გაფლანგოთ ეს ცხოვრება სხვისი ცხოვრებში. არ უნდა ხაფანგში მიერ Dogma - რომელიც ცხოვრობს შედეგებს სხვა ადამიანების აზროვნების. არ მისცეთ უფლება სვების შეხედულებების ხმაურმა გადაფარის თქვენი შინაგანი ხმა. და რაც მთავარია, გქონდეთ გამბედაობა, მიჰყვეთ თქვენს ოცნებას და ინტუიციას. ისინი როგორღაც უკვე ვიცი, სინამდვილეში ვინ გინდათ იყოთ. ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია. [აპლოდისმენტები] როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, იყო საოცარი გამოცემა სახელად "მთელი სამყაროს კატალოგი", რომელიც იყო ჩემი თაობის ერთ-ერთი ბიბლია. იგი შექმნა სტიუარდ ბრენდმა, აქედან არც ისე შორს მენო პარკში, და ეს გააკეთა თავისი პოეტური ნაჭით. ეს იყო გვიან 60-ებში,პერსონალურ კომპიუტერებამდე და ციფრულ გამომცემლობამდე, ასე რომ ყველაფერი იყო დამზადებული საბეჭდი მანქნებით, მაკრატლებით და პოლაროიდის კამერებით. ეს იყო ერთგვარი, გუგლი წიგნის სახით, 35 წლით ადრე, სანამ გუგლი დაარსდა: ის იყო იდეალური, სავსე შესანიშნავი იარაღები და საინტრესო ცნებებით. სტიუარდმა და მისმა გუნდმა მთელი სამყაროს კატალოგის რამდენიმე ნაწილი გამოსცა, და თავისი დანიშნულება შეასრულა, გამოსცეს ბოლო ნაწილი. ეს იყო 1970-ების შუა წლებში და მე თქვენი ასაკის ვიყავი. ბოლო გამოცემის უკანა ყდაზე იყო სოფლის გზა დილის საათებში, ისეთი, როგორიც შეგხვდებოდათ ლოშქორობისას, მოგზაური რომ ყოფილიყავით. ქვემოთ კი ეწერა სიტყვები: "იყავი მშიერი. იყავი უგუნური." ეს მათი გამოსამშვიდობებელი გზავნილი, გამოცემის დასრულებისგამო. იყავი მშიერი. იყავი უგუნური. და ამ მე ყოველთვის ვუსურვებდი, საკუთარ თავს. და ახლა, როცა თქვენ ამთავრეთ რათა დაიწყოს თავიდან, მე იმავეს გისურვებთ. იყავით მშიერი. იყავით უგუნური. დიდი მადლობა ყველას. [აპლოდისმენტები] [სტენფორდის უნივერსიტეტი - www.stanford.edu] დიქტორი: ეს ვიდეო ლიცენზირებულია სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ. გთხოვთ გვეწვიოთ standord.edu.