წრე არის ჩვენს სამყაროში ყველაზე ფუნდამენტური ფიგურა პლანეტის ორბიტები, ბორბალი მოლეკულური სტრუქტურები ეს ყველაფერი წრიული ფორმისაა ამიტომაც, კარგი იქნებოდა წრის თვისებების შესწავლა ადამიანებმა თავიდან დაიწყეს ყველა წრის საერთო თვისებების ძიება წრე არის ყველა იმ წერტილთა ერთობლიობა, რომლებიც თანაბრად არიან დაშორებული წრის ცენტრს ყველა ეს წერტილი თანაბრადაა დაშორებული ცენტრს ამიტომ უნდა გავიგოთ, რას უდრის ის მანძილი, რომლითაც ყველა წერტილი არის ცენტრს დაშორებული? ამ მანძილს ეწოდება რადიუსი რადიუსი ეწოდება მანძილს ცენტრიდან კიდემდე თუ წრის ერთი რადიუსი სამ სანტიმეტრს უდრის, მეორეც სამი იქნება მესამეც სამი სანტიმეტრი იქნება მანძილი არასდროს შეიცვლება რადიუსი მოცემული წრისთვის მუდმივია ასევე შეიძლება იკითხოთ: რამდენად განიერია წრე? რას უდრის ეს ყვითლით აღნიშნული მანძილი? წრფე, რომელიც წრის ყველაზე ფართო ნაწილზე გადის? ასეთი წრფე შეიძლება სხვადასხვა ადგილებზე დავხაზოთ ეს წრფე უდრის ორი ცალი რადიუსის სიგრძეს ეს არის ერთი რადიუსი, ეს მეორე მთლიან წრფეს კი, ყველაზე ფართო ნაწილზე გამავალს, დიამეტრი ეწოდება ეს არის წრის დიამეტრი დიამეტრი უდრის ორ რადიუსს ასევე საინტერესოა, თუ რამდენია წრის სიგრძე რომ გაგვეზომა ეს იასამნისფრად აღნიშნული მანძილი, რამდენი იქნებოდა? ამ მანძილს ეწოდება წრის გარშემოწერილობა როგორ უკავშირდება გარშემოწერილობა დიამეტრს? დიდი ხნის წინ, ხალხმა დაიწყო რადიუსების და გარშემოწერილობების გაზომვა შეიძლება გარშემოწერილობა მიეღოთ სამი რადიუსი კი იქნებოდა, ვთქვათ, სამი ცდილობდნენ გაეგოთ გარშემოწერილობის შეფარდება დიამეტრთან კვლავ, დავუშვათ გარშემოწერილობა მიიღეს სამი მეტრი დიამეტრი კი გამოვიდა დაახლოებით ერთი მეტრი შეფარდება გამოვიდა სამი შეიძლება, ეს შეფარდება სულ სამია ვთქვათ, სხვა წრისთვისაც გამოთვალეს გარშემოწერილობა მიიღეს ექვსი სანტიმეტრი დიამეტრი კი - ორი სანტიმეტრი შეფარდება კვლავ სამი გამოვიდა შეიძლება ყველა წრისთვის ეს შეფარდება სამს უდრის? უფრო ზუსტი საზომებით მიიღეს, რომ პირველ წრეში დიამეტრი ერთი იყო თუმცა გარშემოწერილობა - სამი მთელი ერთი მეორე წრეწირზეც შეფარდება სამი მთელი ერთი მიიღეს უფრო და უფრო ზუსტი საზომებით მიიღეს სამი მთელი 14159... ათწილადი მივიღეთ ათწილადი, რომლიც მძიმის მარჯვენა ციფრები არასდროს მეორდებოდა ეს რიცხვი ყველა წრეში შეგვხვდა გარშემოწერილობის და დიამეტრის შეფარდებას სახელი დაარქვეს მას დაერქვა პი - Pi ასე აღინიშნება ბერძნულად პი აღნიშნავს ამ რიცხვს მათემატიკაში ეს რიცხვი სხვაგანაც შეგხვდება ის სამყაროს ერთ-ერთი ფუნდამენტური საგანია როგორ შეიძლება მისი გამოყენება ჩვენს გამოთვლებში? ვიცით, რომ გარშემოწერილობის შეფარდება დიამეტრთან პის უდრის გარშემოწერილობა უდრის პი გამრავლებული დიამეტრზე ან, გარშემოწერილობა უფრის პი გამრავლებული ორ რადიუსზე ვთქვათ, გვაქვს წრე რომლის რადიუსი სამს უდრის რა იქნება წრის გარშემოწერილობა? გარშემოწერილობა უდრის პი გამრავლებული ორ რადიუსზე ამიტომ ეს იქნება ორჯერ პი გამრავლებული სამზე მივიღეთ ექვსჯერ პი მეტრი ახლა შეგვიძლია უბრალოდ გადავამრავლოთ თუმცა სიმარტივისთვის, აღარ ამრავლებენ და ასე ტოვებენ ისე, დაახლოებით თვრამეტს მივიღებდით ამ რიცხვის ნაცვლად უბრალოდ წერენ ექვსი პი დავუშვათ, გვაინტერესებს ამ წრის დიამეტრი თუ რადიუსი არის სამი დიამეტრი იქნება ორჯერ სამი ის იქნება ექვსი მეტრის ტოლი გარშემოწერილობა არის ექვსი პი დიამეტრი - ექვსი მეტრი რადიუსი - სამი მეტრი დავუშვათ, გვაქვს სხვა წრეც და მისი გარშემოწერილობა ათ მეტრს უდრის და გვაინტერესებს წრის დიამეტრი ვიცით, რომ გარშემოწერილობა უდრის პი გამრავლებული დიამეტრზე ამიტომ, დიამეტრი იქნება გარშემოწერილობა გაყოფილი პიზე ათი გაყოფილი პიზე რომ გაგვეყო, მივიღებდით რაღაც რიცხვს თუმცა სიმარტივისთვის, ესეც შეიძლება ასე დავტოვოთ რას უდრის რადიუსი? რადიუსი არის დიამეტრის ნახევარი ეს მთლიანი მანძილი კი არის ათი გაყოფილი პიზე ნახევრის გასაგებად კი 10 გაყოფილი პიზე უნდა გავამრავლოთ 1/2-ზე მივიღებდით ხუთს გაყოფილი პიზე არაფერი რთული ამაში არ არის უბრალოდ უნდა გაიაზრო, რომ პი რიცხვია